მესიე 59

ელიფსური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

მესიე 59, აგრეთვე ცნობილი როგორც M59 ან NGC 4621 — ელიფსური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მიეკუთვნება ქალწულის გროვას.

მესიე 59
გალაქტიკა
მესიე 59
მესიე 59
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენი იოჰან გოტფრიდ კოილერი
აღმოჩენის თარიღი 1779
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ქალწულის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 12სთ 42წთ 02.3წმ
დახრილობა +11° 38′ 49″
ხილული ზომები 5′.4 × 3′.7
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV 10.6
მახასიათებლები
ტიპი E5[1]
მანძილი 60 მლნ სინ. წელი[2]
რადიუსი სინ. წელი

ისტორია

მესიე 59 და მის სიახლოვეს მდებარე ელიფსური გალაქტიკა მესიე 60 1779 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან გოტფრიდ კოილერმა, როდესაც ცის იმავე ნაწილში კომეტას აკვირდებოდა.[3] მისი აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ, ორივე მათგანი თავის კატალოგში შეიტანა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.[3]

მესიე 59-ში დაფიქსირებულია ერთი სუპერნოვა (1939B), რომლის ვარსკვლავიერმა სიდიდემ 11,9-ს მიაღწია.[4]

მახასიათებლები

მესიე 59-ის ცენტრში მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასაც მზის მასას 270 მილიონჯერ აჭარბებს. გალაქტიკას ასევე გააჩნია ვარსკვლავების შიდა დისკი და მდიდარია სფეროსებრი გროვებით,[5][6] რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2200-ია.[7][8] გარდა ამისა, მის გარშემო ბრუნავს ულტრაკომპაქტური ჯუჯა გალაქტიკა M59-UCD3.[9]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი