მინოსი

მინოსი — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კუნძულ კრეტის (ქ.კნოსოსის) მეფე, ზევსისა და ევროპეს ძე. ძლიერი საზღვაო სახელმწიფოს შემქმნელი და კანონმდებლობის დამფუძნებელი. უძველესი თქმულებების მიხედვით, სამართლიან და ბრძენ მეფედ გვევლინება, ხოლო მოგვიანებით, თესევსის ატიკური მითების გავლენით უსამართლო და მკაცრ ტირანად. მინოსს ლაბირინთში ჰყოლია ჩაკეტილი პოსეიდონისაგან მიძღვნილი ხარისა და თავისი ცოლის, პასიფაეს, არაბუნებრივი სიყვარულის შედეგად შობილი ურჩხული — მინოტავრი, რომელსაც ადამიანებით კვებავდა. როდესაც ათენელებმა მინოსის ვაჟი ანდროგეოსი მოკლეს, მინოსმა დალაშქრა ათენი და ხარკად 9 წელიწადში ერთხელ 7 ჭაბუკსა და 7 ქალწულს სთხოვდა მინოტავრისთვის.

მინოსი, ილუსტრირებულია გუსტავ დორეს მიერ დანტე ალიგიერისათვის, ჯოჯოხეთი

კუნძულ კრეტის არქეოლოგიური გათხრები გარკვეულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ძველი წელთაღრიცხვით XVII-XV საუკუნეების ისტორია დაუკავშირდა მინოსის მითებს. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში კუნძულ კრეტის ძველ ისტორიას მინოსის პერიოდს უწოდებენ.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი