მიხეილ I რომანოვი

მიხეილ I თედორეს ძე რომანოვი (რუს. Михаил I Фёдорович; დ. 22 ივლისი, 1596, მოსკოვი — გ. 23 ივლისი, 1645, იქვე) — რუსეთის პირველი ცარი რომანოვთა დინასტიიდან 1613–1645 წლებში. იყო ძე თედორე ნიკიტიჩ რომანოვისა (მოგვიანებით პატრიარქი პილარეტი) და ქსენიასი (გაურკვეველი წარმოშობის, მოგვიანებით ცნობილი როგორც დიდი მონაზონი მართა).

მიხეილ I
Михаил Фёдорович
რუსეთის სამეფოს ცარი
კორონაცია: 22 ივლისი 1613
მმართ. დასაწყისი: 21 თებერვალი 1613
მმართ. დასასრული: 12 ივლისი 1645
წინამორბედი: ვლადისლავ IV
მემკვიდრე: ალექსეი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1596 ივლისი, 12
დაბ. ადგილი: მოსკოვი
გარდ. თარიღი: 14 ივლისი 1645 (49 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: 1.მარია
2.ეუდოქსია
დინასტია: რომანოვები
მამა: ფიოდორ ფილორეტი
დედა: ქსენია ივანეს ასული შესტოვა
ხელმოწერა:
მიხეილი იპატიევის მონასტერში

ბიოგრაფია

რუსეთის მეფედ მიხეილი ერთხმად აირჩა 1613 წლის 21 თებერვლის სრულიად მოსკოვის ეროვნულ ასამბლეაზე, თუმცა საბჭოს წარგზავნილებმა ახალგაზრდა მეფე და დედამისი მხოლოდ 24 მარტს აღმოაჩინა იპატიევის მონასტერში კოსტრომასთან. თავდაპირველად მართა წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ მისი ვაჟი ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ გაჭირვების ჟამს ამგვარი რთული მოვალეობის შესასრულებლად. თუმცა ბოლო მომენტში მიხეილი დათანხმდა ტახტის მიღებას, ვინაიდან შეშინებული ბოიარები ერთხმად აცხადებდნენ, რომ უარის შემთხვევაში მიხეილი დადანაშაულდებოდა ღვთის წინაშე მოსკოვის კნიაჟესტვოს განადგურებისთვის.

ამ დროისთვის მოსკოვი იმდენად გაპარტახებული იყო, რომ მიხეილს რამდენიმე კვირით მოცდა მოუწია ტროიცის მონასტერში, მოსკოვიდან ასიოდე კილომეტრში, რათა ქალაქში მისთვის შესაბამისი საბრძანებელი მოემზადებინათ. ის მეფედ 22 ივლისს აკურთხეს. მეფის პირველი განკარგულება იყო კნიაჟესტვოს გაწმენდა მძარცველებისგან, რომელთა სათარეშოდ იყო ქცეული მთელი მოსკოვის შემოგარენი. შვედეთი და პოლონეთი მოშორებულ იქნა შესაბამისად სტოლბოვოს მშვიდობისა (10 მარტი, 1617) და დეულინას ზავით (13 თებერვალი, 1619). დეულინას ზავის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მეფის მამის გადასახლებიდან დაბრუნება, რომელმაც შემდომში მმართველობა აიღო ხელთ გარდაცვალებამდე (1633 წლის ოქტომბერი), მიხეილი კი მხოლოდ ქვეშევრდომის როლს ასრულებდა.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით მეფე მიხეილს ფეხი სტკიოდა და ვერ დადიოდა. თუმცა შესაძლოა ეს მცდარი დასკვნა იყოს იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მეფეებს ტახტზე ასვლაში ორივე მხარეს მისი უახლოესი მრჩევლები უნდა მიჰყოლოდნენ ოფიციალურ ცერემონიებზე. მიხეილი საკმაოდ ნაზი და უწყინარი პრინცი იყო, რომელსაც იშვიათად თუ ვინმე გაენაწყენებინოს და, როგორც წესი, თავს მრჩეველებს აფარებდა ხოლმე. თუმცა ზოგიერთი მრჩეველი საკმაოდ კორუმპირებული და გამყიდველი ჰყავდა, დედის ნათესავი სალტიკოვების მსგავსად. მან ორჯერ იქორწინა, პირველად პრინცესა მარია ვლადიმიროვნა დოლგორუკოვაზე (1624), რომელიც ქორწინებიდან 4 თვეში გარდაიცვალა, შემდეგ კი ევდოკია სტრეშნევაზე (1608-45), რომელმაც მას 10 შვილი გაუჩინა. ქალიშვილი ირინას დანიის პრინც ვალდემარზე ქორწინების ჩაშლა მიზეზი გახდა იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მართლმადიდებლობაზე უარი განაცხადა. ეს ფაქტი ნაწილობრივ უნდა გამხდარიყო მიზეზი მეფე მიხეილის სიკვდილისა 1645 წლის 12 ივლისს.

შვილები

  • ირინა მიხეილის ასული რომანოვა (1627–1679)
  • პელაგეი მიხეილის ასული რომანოვა (1628–1629)
  • ალექსეი I (1629–1676)
  • ანა მიხეილის ასული რომანოვა (1632–1692)
  • მართა მიხეილის ასული რომანოვა (1631–1632)
  • ივანე მიხეილის ძე რომანოვი (1633–1639)
  • სოფია მიხეილის ასული რომანოვა (1634–1636)
  • ტატიანა მიხეილის ასული რომანოვა (1636–1706)
  • ევდოკია მიხეილის ასული რომანოვა (1637–1637)
  • ვასილი მიხეილის ძე რომანოვი (1639–1639)

ლიტერატურა

არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ვლადისლავ IV
რუსეთის ცარები
1613 - 1645
შემდეგი:
ალექსეი I
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი