მონასპა

მონასპა — სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა დავით აღმაშენებელმა. მონასპაში 5000 მხედარი „მონა“ ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი შედიოდა. მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, რომელიც ხშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებსაც ატარებდა. მონასპაში შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოლაშქრეები, ძირითადად, როგორც ჩანს, ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელები და თურქთა შემოსევების გამო უმამულოდ დარჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები. არაქრისტიან „მონათა“ დიდი უმრავლესობა თანდათან გაქრისტიანდა. მოლაშქრეები მუდამ მეფესთან ან სასახლესთან იმყოფებოდნენ და მეფის წყალობით ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებელი დიდად აფასებდა „მონებს“, რომლებიც მისი ხელისუფლების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ ფეოდალურ ოპოზოციასთან ბრძოლაში.

მონასპა არსებობდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრეთა დროსაც. მონასპის მოლაშქრეები, ცხადია, მონები არ იყვნენ (ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით), ისინი იყვნენ ან თავისუფალი მოთემეები ან მეფის ყმა მცირე აზნაურები. XII საუკუნის განმავლობაში „მონათა“ უმრავლესობა ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იხსენიება. მონასპის მოლაშქრეთაგან იყვნენ გამოსული გიორგი III-ისა და თამარის დროს მაღალსახელმწიფოებრივ თანამდებობაზე დაწინაურებული „უგვარო“ მოხელეები: მხარგრძელები, აფრიდონი, და სხვანი.

მონასპა გამოცდილი და სანდო მეომრებისაგან შედგებოდა, იყო უაღრესად მობილური და საქართველოს სამხედრო წარმატებებში დიდი როლი ითამაშა.

ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., შოთა რუსთველი და მისი პოემა, თბ., 1966;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხი, წგნ. 7, თბ., 1974;
  • ჩხატარაიშვილი ქ., უცხოელები XII საუკუნის საქართველოს ლაშქარში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 7, გვ. 91-92, თბ., 1984
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი