მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუცია

მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუცია (მონღ. Ардчилсан хувьсгал) — 1990 წელს მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენა. მიტინგებისა და დემონსტრაციების მთელი რიგი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, რომელსაც შედეგად მოჰყვა მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის მთავრობის გადადგომა, მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის დანერგვა და ახალი კონსტიტუციის მიღება. რევოლუცია ატარებდა აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს.

წინაპირობები

მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის ხელისუფლება ქვეყანაში დამყარდა 1921 წლის სახალხო რევოლუციის შედეგად[1]. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად მონღოლეთმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა სსრკ-სთან და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსთან. 1984 წელს მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის იუმჟაგიინ ცედენბალის გადადგომის შემდეგ მისი თანამდებობა დაიკავა ჟამბინ ბატმუნხმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება საბჭოთა მოდელის მიხედვით[2].

მოვლენების მსვლელობა

საჯარო გამოსვლები

პირველი საჯარო გამოსვლა გაიმართა 1989 წლის 10 დეკემბერს ულან-ბატორში, ახალგაზრდობის სასახლის პირდაპირ, როდესაც ცაჰიაგინ ელბეგდორჟმა გამოაცხადა მონღოლეთის დემოკრატიული კავშირის შექმნის შესახებ[3][4]. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ გაჰყოლოდნენ სსრკ-ში მიმდინარე გარდაქმნისა და საჯაროობის პოლიტიკას და ქვყანაში ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები[2]. დემონსტრანტებს სათავეში ედგნენ: სანჟაასურენგიინ ზორიგი, ერდენიინ ბატ-უული, ბატ-ერდენიინ ბატბაიარი და ცაჰიაგინ ელბეგდორჟი. 1990 წლის 14 იანვარს მანიფესტანტებმა, რომელთა რიცხვიც დასაწყისში 200 კაცს არ აღემატებოდა და ამ პერიოდისათვის ათასამდე გაიზარდა, დემონსტრაცია გამართეს ულან-ბატორში ლენინის მუზეუმთან, ხოლო 21 იანვარს სუხე-ბატორის მოედანზე[5][2]. რამდენიმე თვის განმავლობაში, პრაქტიკულად მარტის თვემდე აგრძელებდნენ დემონსტრაციების ორგანიზებას, შიმშილობას, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მუშების გაფიცვებს[6]. მათი იდეების მხარდაჭერა გაიზარდა, როგორც ქალაქში ასევე სოფლის მოსახლეობაშიც[7][8][9].

რეფორმები

1990 წლის 7 მარტს სუხე-ბატორის მოედანზე გაიმართა მრავალათასიანი შიმშილობა. მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის პოლიტბიურო წავიდა მოლაპარაკებებზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებთან[10]. 9 მარტს პრემიერ-მინისტრმა ჟამბინ ბატმუნხმა დაშალა პოლიტბიურო და გადადგა თანამდებობიდან[11][12][13][14], რის შემდეგაც მონღოლეთში გამოცხადდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც დაინიშნა ივლისისათვის[6][2]. დემონსტრაციები ასევე მიმდინარეობდა ქვეყნის ისეთ სამრეწველო ცენტრებში როგორებიც იყო ერდენეტი, დარხანი და მურენი[15].

მონღოლეთის სახალხო-რევოლუციურმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. მათ უდიდესი მხარდაჭერა მიიღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის რაიონებში. პარტიამ მიიღო 357 ადგილი დიდ ხურალში და 31 ადგილი (51-დან) მცირე ხურალში[16].

მიუხედავად ამისა დემოკრატიული რეფორმები გრძელდებოდა. 1992 წლის 12 თებერვალს მიიღეს ახალი კონსტიტუცია,რომლის მიხედვითაც მონღოლეთი გადავიდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიწვია საბჭოთა კავშირიდან საბჭოური ინვესტიციების შეწყვეტა. რთულ პირობებში დაიწყო საწარმოების მასობრივი დახურვა და ინფლაცია[17].

მონღოლეთის პირველი პრეზიდენტი გახდა პუნსალმაგიინ ოჩირბატი, რომელიც ქვეყანას მეთაურობდა 1997 წლამდე.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი