მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში

როლური და მოქმედებითი ვიდეო თამაშის ქვეჟანრი

მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში (ინგლ. Action role-playing game; აბრევიატურა action RPG, action/RPG ან ARPG) — როლური ვიდეო თამაშის ქვეჟანრი, რომელიც მოიცავს მოქმედებითი თამაშის (ინგლ. Action) ელემენტებს. სხვა სიტყვებით, თუ კლასიკურ როლურ თამაშში, პერსონაჟის მოქმედებებების წარმატება საბრძოლო სიტუაციაში დამოკიდებულია გმირის პერსონალურ მახასიათებლებზე, Action/RPG-ის შემთხვევაში, არანაკლებ როლს თამაშობს რეაქციის სიჩქარე თავად მოთამაშისა.

ანიმაციური სცენა Dungeon Crawler-დან.

სტილისტიკურად ეს ჟანრი მოგვაგონებს Hack and slash-ს,[1] თუმცა განსხვავდება იმით, რომ ARPG-ში მეტი ყურადღება ეთმობა სიუჟეტსა და პერსონაჟებს. Hack and slash-ში, როგორც წესი მოთამაშე მართავს ერთ მოთამაშეს და მთელი აქცენტი გადატანილია ბრძოლაზე, ხოლო ARPG-ის შემთხვევაში, აქ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ოდენობის დიალოგები - მნიშვნელობა ენიჭება როლური პრინციპით თამაშს.

ისტორია

Dink Smallwood. ერთ-ერთი სცენა თამაშიდან.

პირველი თამაში, რომელიც მოიცავს action/RPG-ის ელემენტებს, არის „Dungeons of Daggorath“, გამოშვებული 1982 წელს TRS-80 Color Computer-ისთვის, სადაც მოთამაშე, კლავიატურის მეშვებობით მართავს პერსონაჟს, შესაბამისი ბრძანებებით. რაც უფრო სწრაფად კრიფავს მოთამაშე ბრძანებებს, მით უფრო წარმატებით უმკლავდება მთავარი გმირი დაბრკოლებებსა და მოწინააღმდეგეებს, რომლებიც, თავის მხვრივ გადაადგილდებიან დამოუკიდებალად, მოთამაშის დახმარების გარეშე.

ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შიეტანა იაპონურმა კომპანია Nihon Falcom-მა, რომელმაც 1980-იან წლებში გამოუშვა ისეთ თამაშები როგორებიც არის „Dragon Slayer“ და „Xanadu[2]. მათ გააჩნდათ კარგად დამუშავებული სიუჟეტი და კუესტები, თუმცა იმდროინდელი როლური თამაშებისგან განსხვავებით, მთავარი გმირი არ ელოდებოდა თავის სვლას ან რიგს, ის ღილაკსზე დაჭერით მყისიერად ახორციელებდა შეტევაზე გადასვლას. მოქმედებითი/RPG-ის, როგორც ჟანრად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა „The Legend of Zelda“-მ[3], თუმცა თავად არ ეკუთვნის ამ ჟანრს, რამდენადაც მასში, პრაქტიკულად არ არსებობდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი როლური ელემენტი, კერძოდ გამოცდილების ქულები და (ინგლ. Experience Point (XP)) დონეების მომატება[4]. 1990 წელს გამოვიდა თამაში, სახელწოდებით „Crystalis“, Nintendo Entertainment System კონსოლისთვის და „Golden Axe Warrior“, რომელიც გამოშვებული იქნა Sega Master System კონსოლზე. ისინი გარეგნულად ჰგვანან „The Legend of Zelda“, თუმცა „ზელდასგან“ განსხვავებით, ამ თამაშებში დაინერგა გამოცდილების ქულები და სხვადასხვა სისტემა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ჟანრის განვითარებაში.

ასევე ვითარდებოდნენ პირველი პირის მსროლელის ტიპის თამაშები. ყველაზე ნათელი წამომადგენლები არიან: „Dungeon Master“, „Eye of the Beholder“, „Black Crypt“ და „Ultima Underworld: The Stygian Abyss“. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემქმნელი ამ სფეროში გახდა უორენ სპექტორი. თავის თამაშებში, მან ერთმანეთში გააერთიანა როლური თამაშებისა და მსროლელის (ინგლ. Shooter) ელემენტები - „System Shock“ და „Deus Ex“.

აქვე უნდა აღინიშნოს თანამედროვე თამაშები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ამ ჟანრში: „Fallout 3“, „Fallout 4“, „Hellgate: London“, „Crisis Core: Final Fantasy VII“, „The Elder Scrolls“, „Gothic“ და „Witcher“.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი