ორია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორია (მრავალმნიშვნელოვანი).

ორია, ოდია ან უტკალი (ლათ. Uri) — ეთნიკური ჯგუფი ინდოეთში, შტატ ორისის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა — 31 მლნ. ადამიანზე მეტი. ენა — ორია, ეკუთვნის ინდოევროპული ენობრივი ოჯახის ინდოირანული შტოს ინდოარიული ჯგუფის აღმოსავლეთ ქვეჯგუფს. ორიის წინაპრები ძველად დასახლებული იყვნენ კალინგაში, შემდეგ შედიოდნენ მაურიების იმპერიის, გუპტის იმპერიის, ჰარშის (VII საუკუნე) შემადგენლობაში, XVI-XIX საუკუნეებში კი — დიდ მოგოლთა იმპერიაში. დამოუკიდებელ ინდოეთში ორიის ეროვნული ტერიტორია გამოყოფილია ცალკე შტატად. ორიის ხალხის 90%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში და დაკავებულია მიწათმოქმედებით (ძირითადად ბრინჯი და ფეტვი); აგრეთვე ამუშავებენ პალმებსა და ბეტელს. ორია — მარჯვე ოქრომჭედლები და ქვის მჭრელები არიან. რელიგიის მიხედვით დაახლოებით 95% ინდუისტია. ორიის ტაძრებს ბჰუბანეშვარში, პურსა და კონარაკში ინდური ხელოვნების საუკეთესო მაგალითებს მიაკუთვნებენ.

ორია, (ოდია)
(ଓଡ଼ିଆ)
ჯაი რაჯგურუ
მადუსუდან დასი
გოპაბანდუ დასი
მანოჯ დასი
პრატიბა რეი
ნანდიტა დასი
სუდარსან პატნაიკი
სურენდრა სეი
ბიკარი ბალი
საერთო მოსახლეობა
31 მლნ.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ინდოეთის დროშა ინდოეთი 31 მლნ.
რელიგიები ინდუიზმი, ქრისტიანობა, ისლამი

ლიტერატურა

  • Народы Южной Азии. - М., 1963.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი