ოქსანა ზაბუჟკო
ოქსანა სტეფანოვნა ზაბუჟკო (უკრ: Окса́на Стефа́нівна Забу́жко; დ. 19 სექტემბერი, 1960, ლუცკი, უკრაინა) ― უკრაინელი რომანისტი, პოეტი და ესეისტი. მისი ნაშრომები თარგმნილი რამდენიმე ენაზე.
ოქსანა ზაბუჟკო | |
---|---|
უკრ. Оксана Стефанівна Забужко | |
დაბადების თარიღი | 19 სექტემბერი, 1960[1] (63 წლის) |
დაბადების ადგილი | ლუცკი, ვოლინის ოლქი, უკრაინის სსრ[2] |
საქმიანობა | პოეტი, ფილოსოფოსი, მწერალი, ესეისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი |
მოქალაქეობა | უკრაინა |
ალმა-მატერი | Faculty of Philosophy, Taras Shevchenko National University Kyiv |
ჟანრი | პოეზია და პროზა |
ჯილდოები | ცენტრალური ევროპის ლიტერატურული ჯილდო „ანგელუსი“[3] , ანტონოვიჩების ფონდის პრემია[4] , ფულბრაიტის სტიპენდია[5] , მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი, შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია[6] , Women in Arts Award[7] და 100 ქალი[8] |
საიტი | zabuzhko.com |
ბიოგრაფია
ოქსანა ზაბუჟკო 1960 წლის 19 სექტემბერს ლუცკში დაიბადა. 1982 წელს კიევის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს ასპირანტურა დაამთავრა. ფილოსოფიის მეცნიერების კანდიდატმა[9] საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლირიკის ესთეტიკური ბუნება, როგორც ხელოვნების მიმართულება“, დაიცვა. 1987 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა.[9] კიევის კონსერვატორიაში ესთეტიკას ასწავლიდა. 1992 წლიდან ოქსანა ზაბუჟკო, როგორც მოწვეული მწერალი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში უკრაინისტიკას ასწავლიდა. 1994 წელს ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდია მოიპოვა და ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში მუშაობდა.
1987 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი გახდა.[9]