ოცდაათწლიანი ზავი

ოცდაათწლიანი ზავი — დაიდო 1210 წლის ოქტომბერს, თამარ მეფესა და ეგვიპტის აიუბიდ სულთანს შორის. ოცდაათწლიან ზავს წინ უძღვოდა საქართველოს სამეფოს მიერ ხლათის აღების მცდელობა. რის საპასუხოდ ალ-ადილ აიუბმა შეკრიბა მუსლიმანური კოალიცია და ალ-აუჰადის დასახმარებლად გამოემართა. ივანე მხარგრძელი ალყის დროს ტყვედ ჩავარდა. როცა ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, მათ თავიანთი პირობები წამოაყენეს:[1]

  • გამოსასყიდის სახით საქართველო კისრულობდა 100 ათასი დინარის გადახდას;
  • საქართველოს უნდა დაეთმო 27 ციხესიმაგრე;
  • საქართველოს ტყვეობიდან უნდა გაენთავისუფლებინა 5 ათასამდე მუსლიმი;
  • ივანე მხარგრძელი თანხმდებოდა მისი ქალიშვილის, თამთას ქორწინებას ხლათის გამგებელზე.[2]

ოცდაათწლიანი ზავი

ოცდაათწლიანი ზავი გაფორმდა საქართველოს სამეფოსა და ეგვიპტის აუიბიდების სასულთნოს შორის.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა წამოყენებული პირობა შეასრულა. ივანე მხარგრძელი გაათავისუფლეს. საქართველომ უარი განაცხადა აიუბიდების მიერ კონტროლირებად სომხეთის ტერიტორიაზე[3] და შედეგად ეგვიპტესთან 30-წლიანი ზავი დაიდო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი