პადანის დაბლობი

(გადამისამართდა გვერდიდან პადანის ვაკე)

პადანის დაბლობი, აგრეთვე ცნობილი როგორც პოს ხეობა ან პოს დაბლობი (იტალ. Pianura Padana ან Val Padana) — იტალიის ერთ-ერთი მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი. იშლება დაახლოებით 650 კმ-ზე, აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით, 46 000 კმ² ტერიტორიაზე. ასევე მოიცავს ვენეციის დაბლობს, რომელიც არაა დაკავშირებული პოს აუზთან. გადაჭიმულია დასავლეთ ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდე. ვენეტოსა და ფრიულის რეგიონების დაბლობებს ხშირად განცალკევებით მოიხსენიებენ, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან მდინარე პოს აუზს, მაგრამ ისინი რეალურად განუყოფელი დაბლობის შემადგენელი ნაწილებია.

მდებარეობა
მდინარე პო სათავესთან სიახლოვეს, დასავლეთ ალპებში

დაბლობი გამოირჩევა უძველესი კანიონების სისტემით, რომლებიც აპენინებიდან ჩრდილოეთით, ალპებამდე იშლება და ადრიატიკის ჩრდილოეთ ნაწილსაც მოიცავს. მდინარე პოს გასწვრივ დაბლობის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 4 მეტრია. მას გადაკვეთს მრავალი მდინარე, რომლებიც სათავეს ჩრდილოეთით, ალპებში ან სამხრეთით, აპენინებში იღებენ.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი