პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი (პოლ. Muzeum Historii Żydów Polskich) — პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება პოლონეთში მცხოვრები ებრაელების ისტორიას. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში. იგი გაიხსნა 2013 წელს, ყოფილი ვარშავის გეტოს ადგილზე.

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმის საერთო ხედი

მუზეუმის ისტორია

მუზეუმის საძირკველში პირველი ქვა ჩადეს 2007 წელს. გახსნა კი შედგა 2013 წლის 19 აპრილს[1]ვარშავის გეტოს აჯანყების 70-ე წლისთავზე. მთავარი გამოფენა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ოქტომბერში[2]. შენობა, რომელიც აგებულია მინით, ბეტონით და სპილენძით პოსტმოდერნისტულ სტილში, დააპროექტეს ფინელმა არქიტექტორებმა რაინერ მაჰლამიოკიმ და ილმარი ლანდელმამ[3].

ვარშავაში დიდი მუზეუმის შექმნის იდეა დაიბადა 1995 წელს პოლონეთში მდებარე ებრაელთა ისტორიის ინსტიტუტში[4].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი