რეალ ვალიადოლიდი (საფეხბურთო კლუბი)

„რეალ ვალიადოლიდი“ (ესპ. Real Valladolid Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1928 წლის ივნისში, კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვალიადოლიდში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო ხოსე სორილიაზე, რომელიც 26 512 მაყურებელს იტევს. ეს სტადიონო 1982 წელს აშენდა და პოეტ ხოსე სორილია ი მორალის სახელს ატარებს.

რეალ ვალიადოლიდი
სრული სახელი Real Valladolid Club de Fútbol, S.A.D.
მეტსახელი პუსელა (ესპ. Pucela)
თეთრ-ვიოლეტები (ესპ. Blanquivioletas / Albivioletas)
დაარსდა 1928; 96 წლის წინ (1928)
სტადიონი ნუევო ხოსე სორილია
ვალიადოლიდი, კასტილია და ლეონი
(ტევადობა: 26,512 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა კარლოს სუარეს სურედა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პაკო ერერა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-16 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

გუნდი პრიმერა დივიზიონში პირველად 1947-48 წლების სეზონში აღზევდა. ამავე წელს გუნდი გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, სადაც დამარცხდა „ატლეტიკ ბილბაოსთან“. ამ სეზონის შემდეგ, „რეალ ვალიადოლიდი“ 10 წელი არ გავარდნილა პრიმერა დივიზიონიდან, შემდეგ კი მერყეობდა სეგუნდა დივიზიონსა და პრიმერას შორის.

2006-07 წლების სეზონში გუნდს სათავეში ჩაუდგა ხოსე ლუის მენდილიბარი და ამ სეზონში შეძლო დაემყარებინა სეგუნდა დივიზიონის რეკორდი. ბასკი მწვრთნელის გაწვრთნილმა გუნდმა 88 ქულა მოაგროვა. „ვალიადოლიდმა“ მოახერხა ზედიზედ 27 წაუგებელი მატჩის ჩატარება.

პრიმერა დივიზიონში კლუბმა საუკეთესო შედეგია აჩვენა 1963 წელს, როდესაც დაიკავა მეოთხე ადგილი. „რეალ ვადიალოლიდს“ ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდი. ხოსება ლიორენტემ 2008 წლის 20 იანვარს, „ესპანიოლთან“ მატჩში გოლი 7.42 წამში გაიტანა.

მიღწევები

  • ესპანეთის თასი
    • 2 ფინალისტი (2): 1949/50, 1988/89
  • ესპანეთის ლიგის თასი
    • 1 გამარჯვებული (1): 1983/84
  • სეგუნდა დივიზიონი
    • ჩემპიონი (3): 1947/48, 1958/59, 2006/07
  • ტერსერა
    • გამარჯვებული (4): 1932/33, 1933/34, 1945/46, 1946/47
  • დუვარდის თასი
    • გამარჯვებული : 1951/52
  • კასტილია და ლეონეს თასი
    • გამარჯვებული (2): 1931, 1985
  • ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის თასი
    • გამარჯვებული : 1953

ევროთასებზე

უეფა-ს თასი

სეზონიეტაპიმეტოქეშინგასვლითიჯამში
1984-851/32 რიეკა1–01–42–4
1997-981/32 სკონტო რიგა2–00–12–1
1/16 სპარტაკი მოსკოვი1–20–21–4

თასების მფლობელთა თასი

სეზონიეტაპიმეტოქეშინგასვლითიჯამში
1989-901/16 ჰამრუნ სპარტანსი5–01–06–0
1/8 იურგორდენი2–02–24–2
1/4 ფინალი მონაკო0–00–0 (დ.დ)1–3 (პენ.)

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი