საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო (აშშ)

ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო (ინგლ. Food and Drug Administration; FDA) — აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ფედერალური სააგენტო. FDA პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვასა და ხელშეწყობაზე სურსათის უვნებლობის, თამბაქოს პროდუქტების, დიეტური დანამატების, რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პრეპარატების (მედიკამენტების), ვაქცინების, ბიოფარმაცევტული საშუალებების, სისხლის გადასხმის, სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრომაგნიტური გამოსხივების კონტროლისა და ზედამხედველობის, კოსმეტიკური ნაწარმის, ცხოველთა საკვების[2] და ვეტერინარული პროდუქტების კონტროლის გზით.

აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო
Food and Drug Administration
უწყების შესახებ
შეიქმნა30 ივნისი, 1906
თანამშრომლები18 000 (2022)[1]
ყოველწლიური ბიუჯეტიUS$6.5 მლრდ (2022)[1]
უწყების ხელმძღვანელიჯანეტ ვუდკოკი, აღმ. დირექტორი
მთავარი დოკუმენტი(და ა. შ.)
საიტი
fda.gov

FDA ძირითადად მოქმედებს „სურსათის, წამლებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ ფედერალური კანონის (FD&C)“ მიხედვით, მაგრამ სააგენტო ასევე აღასრულებს სხვა კანონებს, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის აქტის „361-ე“ პუნქტის მიხედვით, ისევე როგორც მათთან დაკავშირებულ რეგულაციების დაცვით. ამ მარეგულირებელი სამუშაოების დიდი ნაწილი პირდაპირ არ არის დაკავშირებული საკვებთან ან წამლებთან, მაგრამ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლაზერის, მობილური ტელეფონების და პრეზერვატივის რეგულირება, ასევე დაავადების კონტროლს სხვადასხვა კონტექსტში არეგულირებს საყოფაცხოვრებო შინაური ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის სპერმის დონაციით დასრულებულ საკითხებს.

FDA-ს ხელმძღვანელი არის სურსათისა და წამლების კომისარი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი სენატის რჩევითა და თანხმობით. კომისარი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანს. დღეისთვის ამ თანამდებობას იკავებს ჯანეტ ვუდკოკი, რომელიც 2021 წლის 20 იანვრიდან კომისრის მოვალეობის შემსრულებელია.[3]

FDA-ს შტაბ-ბინა მდებარეობს უაიტ-ოკში, მერილენდის შტატში.[4] სააგენტოს ასევე 223 ოფისი და 13 ლაბორატორია გააჩნია, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის 50 შტატში, ასევე ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოში.[5] 2008 წლიდან FDA-მ დაიწყო თანამშრომლების გაგზავნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში, კოსტა-რიკაში, ჩილეში, ბელგიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი