სარა დუტერტე

სარა დუტერტე (დ. 31 მაისი, 1978)[1] ასევე ცნობილია როგორც ინდაი სარა — ფილიპინელი პოლიტიკოსი და იურისტი. ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი.[2] ქალაქ დავაოს მერი 2016 წლიდან და 2010-2013 წლებში.[3] დავაოს ვიცე-მერი 2007-2010 წლებში.

სარა დუტერტე
სარა დუტერტე
დუტერტე 2019 წელს
ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 ივნისი, 2022
პრეზიდენტი  ბონგბონგ მარკოსი
წინამორბედილენი რობრედო

დავაოს მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2016 – დღემდე
წინამორბედიროდრიგო დუტერტე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2010 – 30 ივნისი, 2013
წინამორბედიროდრიგო დუტერტე
მემკვიდრეროდრიგო დუტერტე

დაბადებული31 მაისი, 1978 (1978-05-31) (45 წლის)
დავაო, ფილიპინები
მამაროდრიგო დუტერტე
დედაელიზაბეთ ციმერმანი
მეუღლემანასეს კარპიო
შვილები3
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

სარა დუტერტე დაიბადა 1978 წლის 31 მაისს, ქალაქ დავაოში. ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის როდრიგო დუტერტესა და ბორტ-გამცილებელ ელიზაბეთ ციმერმანის ოჯახში.

დუტერტემ 1999 წელს დაამთავრა სან-პედროს კოლეჯი რესპირატორული თერაპიის სპეციალობით[4] დავაოს მერის თანამდებობაზე საინაუგურაციო სიტყვისას, დუტერტემ განაცხადა, რომ თავდაპირველად სურდა გამხდარიყო პედიატრი პოლიტიკოსის ნაცვლად.[5] მოგვიანებით მან მიიღო სამართლის ხარისხი სან-სებასტიანის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 2005 წლის მაისში.

იგი არის ფილიპინების შეიარაღებული ძალების სარეზერვო ოფიცერი პოლკოვნიკის წოდებით.[6]

პოლიტიკური კარიერა

2007 წელს სარა დუტერტე აირჩიეს ქალაქ დავაოს ვიცე-მერად.[7] 2010-2013 წლებში ქალაქის მერია.[8] იგი იყო ამ თანამდებობაზე პირველი ქალბატონი.[9] 2016 წელს კვლავ დავაოს მერად აირჩიეს.[10][11] 2022 წლის 9 მაისს აირჩიეს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად. 2022 წლის 11 მაისს ბონგბონგ მარკოსმა გამოაცხადა, რომ დუტერტე დათანხმდა მის მომავალ კაბინეტში განათლების მდივნის თანამდებობას.[12]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი