საქართველოსთვის

საქართველოსთვისპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 29 მაისს ჩატარდა.

საქართველოსთვის
საქართველოსთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გიორგი გახარია
ისტორია
დაფუძნდა 29 მაისი, 2021
პოზიციები
იდეოლოგია რეფორმიზმი
ანტი-კორუფციონალიზმი
ევროატლანტიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
5 / 150
საკრებულო
4 / 50
ფერები               
შტაბ-ბინა დიმიტრი უზნაძის ქ. N4, თბილისი, საქართველო
forgeo.ge

ისტორია

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია.[1]

2021 წლის 22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.[2]

2021 წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. დეპუტატების განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.[2]

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.[2]

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.[2]

28 მაისს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.[1][3]

პოლიტიკური პლატფორმა

პარტია „საქართველოსთვის“ ესწრაფვის თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებას, სოციალური დაცვის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად სოციალურ მომსახურებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას, განათლების სისტემის რეფორმას კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შესაქმნელად, ბიუროკრატიისა და ცენტრალიზაციის შემცირებას, აქტიური ზომების მიღებას კორუფციისა და ინტერესთა ჯგუფების სამთავრობო უწყებებზე გავლენის წინააღმდეგ, მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში.[4]

პოლიტიკური საბჭოს წევრები

  • გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
  • ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პარტიის თავმჯდომრის მოადგილე
  • გიორგი შარაშიძე – ჟურნალ „Entrepreneur“-ის მთავარი რედაქტორი
  • კახა ქემოკლიძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის პოლიტიკური მდივანი
  • ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე, პარლამენტის წევრი
  • მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლი სპეციალისტი, პარლამენტის წევრი
  • ბექა ლილუაშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარლამენტის წევრი
  • რუსუდან თევზაძე – სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი
  • ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
  • ბერდია სიჭინავა – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი
  • შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
  • კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი
  • გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე
  • გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი

პარტიის თავმჯდომარეები

სახელისურათიწელი
1გიორგი გახარია 29 მაისი, 2021-დღემდე

შედეგები არჩევნებში

ადგილობრივი

არჩევნებიხმები%მანდატები+/–
2021137 7647,81
115 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი