საქართველოს საკათალიკოსო საბჭო

საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმრთველი ორგანო 1917-1934 წლებში, შედგებოდა როგორც სასულიერო ისე საერო პირებისაგან.

საკათალიკოსო საბჭო შემოღებული იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივი კრებაზე 1917 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. წევრების არჩევნები გაიმართა იმავე დღეს. საკათალიკოსო საბჭოს ჩაანაცვლა საქართველოში გაუქმებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური მმართველობა.

ვიკიციტატა
„წაიკითხეს საკათალიკოსო საბჭოს წევრთა კანდიდატების სხვა და სხვა სიები... კრებას აღარ ჰქონდა რაიმეს მომსენისა თუ შეფასების უნარი! არავინ არავის ყურს აღარ უგდებდა და გაიყვანეს მექანიკურად, ხელის აწევის წესით ისეთი სია საკათალიკოსო საბჭოს წევრთა, რომლის დიდი უმრავლესობა იყო კირიონის მოწინააღმდეგეთაგანი“

საბჭოს დაარსებისთანავე საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ოთხი საბჭოს წევრი: რაფიელ ივანიცკი, პავლე ინგოროყვა, პეტრე ბარათაშვილი და ქრისტეფორე კაპანაძე, რომელთაც დაევალათ შეემუშავებინათ ეკლესიის მიმდინარე მდგომარეობა, ჩამოეყალიბებინათ მისი მართვა-გამგეობის ფუნქციები, თვალყური ედევნებინათ თუ რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა საეკლესიო კრების მიერ მირებული მართვა-გამგეობის დებულებანი და წლის თავზე მოწვეულ საეკლესიო კრებაზე გაეკეთებინათ მოხსენება.

გაუქმდა 1934 წელს 31 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივ კრებაზე, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111
  • თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბ.: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013, ISBN 978-99940-28-77-1.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი