საქართველოს წყალსაცავები

საქართველოს წყალსაცავებისაქართველოს ტერიტორიაზე არის 51 წყალსაცავი, რომელთა საერთო მოცულობა უდრის 345,7 მლნ. მ³-ს.[1] საქართველოს წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავვებლად და საირიგაციოდ. იყენებენ აგრეთვე თევზის მეურნეობის ობიექტებად. საქართველოს წყალსაცავები წარმოდგენილია კასკადების (გალი-ჯვარის, შაორი-ტყიბულის, სამგორის) ან წყალსატევების (წალკის, ჟინვალის) სახით. დასავლეთ საქართველოს კაშხლიანი წყალსაცავები მხოლოდ ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურებისთვის წყლის რესურსების დასაგროვებლადაა შექმნილი. მათ შორის უდიდესი — ჯვრის წყალსაცავი — სპეციალურად ენგურჰესისთვის აშენდა. წყალსაცავების დიდი ნაწილი მდინარის ხევებშია განლაგებული, ზოგი მეორეული მდინარეების შესართავებთან.[1]

წალკის წყალსაცავი
ალგეთის წყალსაცავი
სიონის წყალსაცავი

ფართობით საქართველოში უდიდესია წალკის წყალსაცავი (33,7 კმ²), რომელიც გაშენებულია მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა.[2]

დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჯვრის წყალსაცავი, რომლის ზედაპირის ფართობია 13,5 კმ². წყლის მოცულობა 1090 მლნ. მ³. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ღრმა წყალსაცავს (226 მ). მიეკუთვნება გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადს. მნიშვნელოვანია აგრეთვე რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე შაორის წყალსაცავი, რომელიც შექმნილია მიწაყრილის კაშხალით. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³.[3]

მდინარე ივრის შუა წელში გაშენებულია სიონის წყალსაცავი, რომელსაც უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს.[4]

ქალაქ თბილისთან აღსანიშნავია თბილისის ზღვა, რომლის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 45 მ. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით.[5]

საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავები

წყალსაცავების სიამკვებავი მდინარეფართობი კმ²მოცულობა მ³ (მლნ.)სამრეწველო გამოყენება
წალკის წყალსაცავიქცია/ხრამი33.7312ენერგეტიკა
ჯვრის წყალსაცავიენგური13.51090ენერგეტიკა
შაორის წყალსაცავიშაორა13.290.0ენერგეტიკა
სიონის წყალსაცავიიორი12.8325.4ენერგეტიკა
ტყიბულის წყალსაცავიტყიბულა12.184ენერგეტიკა
თბილისის ზღვაიორი11.6308კომპლექსური
ჟინვალის წყალსაცავიარაგვი11.5520კომპლექსური
გალის წყალსაცავიერისწყალი8.2145ენერგეტიკა
ვარციხის წყალსაცავიყვირილა5.14.6ენერგეტიკა
გუმათის წყალსაცავირიონი2.439ენერგეტიკა
ალგეთის წყალსაცავიალგეთი2.365მელიორაცია
ლაჯანურის წყალსაცავილაჯანურა1.650ენერგეტიკა
ნადარბაზევის ტბალიახვი1.188.2მელიორაცია
ზონკარის წყალსაცავიპატარა ლიახვი1.440.0მელიორაცია

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი