საძიებო სისტემა

საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ასევე არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც FTP სერვერზე-ზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.

2008 წელს, კომპანია Net Applications-ის მონაცემებით Google ფლობდა მთელი ბაზრის 79.90 %-ს, Yahoo — 11.01 %, MSN — 3.23 %, AOL — 2.17 %, Microsoft Live Search — 1.57 %, Ask — 1.10 %, AltaVista — 0.09 %, Excite — 0.04 %, Lycos — 0.01 %, All the Web — 0.01 % [1].

ისტორია

ქრონოლოგია
სრული სიისთვის იხილეთ საძიებო სისტემების სია
წელისაძ. სისტ.მოვლენა
1993Aliwebგაეშვა
1994WebCrawlerგაეშვა
Infoseekგაეშვა
Lycosგაეშვა
1995AltaVistaგაეშვა (DEC-ის ნაწილი)
Magellanგაეშვა (The McKinley ჯგუფი)
Exciteგაეშვა
SAPOგაეშვა
1996Dogpileგაეშვა
Inktomiდაარსდა
HotBotდაარსდა
Ask Jeevesდაარსდა
1997Northern Lightგაეშვა
Yandexგაეშვა
1998Googleგაეშვა
1999AlltheWebგაეშვა
GenieKnowsდაარსდა
Naverგაეშვა
Teomaდაარსდა
Vivisimoდაარსდა
2000Baiduდაარსდა
2003Info.comგაეშვა
2004Yahoo! Searchსაბოლოოდ გაეშვა
A9.comგაეშვა
2005MSN Searchსაბოლოოდ გაეშვა
Ask.comგაეშვა
GoodSearchგაეშვა
2006wikiseekდაარსდა
Quaeroდაარსდა
Ask.comგაეშვა
Live Searchგაეშვა
ChaChaგაეშვა ბეტა ვერსია
Guruji.comგაეშვა ბეტა ვერსია
2007wikiseekგაეშვა
Wikia Searchგაეშვა
2008SearchMeგაეშვა
Powersetგაეშვა
Viewziგაეშვა
Cuilგაეშვა
Boogamiგაეშვა
2013iStellaგაეშვა
Aooheგაეშვა

პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ (ინგლ. Matthew Gray), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" საიტზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.

მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა. ესენი იყვნენ Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, და AltaVista. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო Yahoo!-ც, თუმცა იმ დროისთვს მისი საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.

1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

2000 წელს Yahoo!-მ წარმოადგინა ძიების სერვისი, რომელიც Inktomi საძიებო სისტემის ბაზას იყენებდა. Yahoo!-მ შეიძინა Inktomi და Overture (რომელიც ფლობდა AlltheWeb-ს და AltaVista-ს) 2003 წელს. 2004 წლამდე Yahoo! Google-ის ბაზას იყენებდა, 2004 წელს კი მან თავისი საძიებო სისტემა შექმნა.

იხილეთ აგრეთვე

საძიებო სისტემების სია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი