სერბები

სერბები (სერბ. Срби / Srbi) — ბალკანეთზე და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები სლავი ერი (დაახლ. 6.5 მილიონი). სერბები კომპაქტურად ცხოვრობენ სერბეთის ტერიტორიაზე, ისინი აგრეთვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში (1.5 მილიონი), გერმანიაში (507 ათასი), მონტენეგროში (200 ათასი), ხორვატიაში (200 ათასი), ავსტრიაში (177 ათასი), ამერიკის შეერთებულ შტატებში (169 ათასი) და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობენ და გააჩნიათ მეტ-ნაკლები სიდიდის დიასპორები.

სერბები
Срби


პირველი რიგი ივან ვლადიმირი • სტეფან ნემანია • საბა Iსტეფან დუშანი • ლაზარე სერბი • მეჰმედ-ფაშა სოკოლოვიჩი
მეორე რიგი: ზახარიე ორფელინიდოსიტეი ობრადოვიჩი • კარაგეორგი • მილოშ ობრენოვიჩი • ვუკ კარაჯიჩი • პიორტ II პეტროვიჩი
მესამე რიგი: პიოტრ I კარაგეორგიევიჩი • ნიკოლა პაშიჩი • ჟივოინ მიშიჩი • სტევან მოკრანიაცი • ნიკოლა ტესლა • მიხაილ პუპინი
მეოთხე რიგი: პაია იოვანოვიჩიიოვან ცვიიჩი • ნადეჟდა პეტროვიჩი • იოვან დუდიჩი • მილუტინ მილანკოვიჩი • ივო ანდრიჩი

მეხუთე რიგი: ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი • მარინა აბრამოვიჩიემირ კუსტურიცა • იასნა შეკარიჩი • ვლადე დივაცი • ნოვაკ ჯოკოვიჩი </smal>
საერთო მოსახლეობა
დაახ. 12 - 13 მილიონი'.[1][2]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
სერბეთის დროშა სერბეთი, (კოსოვოს ჩათვლით) 5,988,150 (2011)
სერბეთის მეზობელი ქვეყნები დაახ. 1.87 მილიონი
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა; (ძირითადად სერბთა რესპუბლიკის დროშა სერბთა რესპუბლიკა) 1,437,893 (2013)[3]
ხორვატიის დროშა ხორვატია 186,634 (2011)
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 178,110 (2011)[4]
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია 36,000 (2002)
რუმინეთის დროშა რუმინეთი 18,076 (2011)[5]
უნგრეთის დროშა უნგრეთი 7,210 (2011)
დანარჩენი ევროპა დაახ. 1.7 მილიონი
გერმანიის დროშა გერმანია 700,000 (2011)[6]
ავსტრიის დროშა ავსტრია 350,000 (2008)[7][8]
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 186,000 (2008)[9]
შვედეთის დროშა შვედეთი 120,000 (2008)[10]
ენები სერბული
რელიგიები მართლმადიდებლობა
(სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

ენა

სერბები ლაპარაკობენ სერბულ-ხორვატულ ენაზე, რომელსაც სერბეთში ასევე სერბულ ენას უწოდებენ. ამავე სერბულ-ხორვატულ ენას ხორვატიაში ხორვატული, ხოლო ბოსნიაში ბოსნიური ჰქვია. შესაბამისად ქართულ ვიკიპედიაშიც მოიპოვება სტატიები ე.წ. სერბული, ხორვატული და ბოსნიური ენების შესახებ, მაგრამ აქაც ძირითადი და უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება ამ ენისა და მისი დიალექტების შესახებ სწორედ სტატიაში სათაურით „სერბულ-ხორვატული ენა“ შეიძლება.

რელიგია

სერბ მორწმუნეთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ნაწილი - კათოლიკე, ხოლო სერბეთის მოქალაქეთა კიდევ უფრო მოკრძალებული რიცხვი თავს პროტესტანტად და მუსლიმად მიიჩნევს. რელიგიური განსხვავება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წამოშობილ სახელმწიფოებში ხშირად ეთნიკურობის განმსაზღვრელიცაა.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი