სესილია თაყაიშვილი

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაყაიშვილი.

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950), სსრკ სახალხო არტისტი (1966).

სესილია თაყაიშვილი

სესილია თაყაიშვილი
დაბადების სახელი სესილია თაყაიშვილი
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1906
ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 1984 (77 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ვასო გოძიაშვილი
მშობლები მამა: დიმიტრი თაყაიშვილი
დედა: ანნა ქავთარაძე

ბიოგრაფია

1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.

თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1956), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“) და სხვა როლები.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

კადრი ფილმიდან:„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
სესილიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში

გახმოვანებული ფილმები

ნათამაშები როლები

მარჯანიშვილის თეატრი

საინტერესო ცნობები

  • არსებობს ვარაუდი, რომ ჯგუფ პინკ ფლოიდის ვიდეკლიპში Money, ერთ-ერთ კადრში გამოყენებულ ასაკოვანი ქალბატონის ფოტოპორტრეტზე მსახიობია ასახული.[1][2][3]

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 594.
  • თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978;
  • ურუშაძე ნ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1962;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი