სინგაპურის სამზარეულო

სინგაპურის სამზარეულო - სინგაპურში გავრცელებული კერძების და მათი მომხადების ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც განვითარდა საუკუნეების მანძილზე ქალაქ-სახელმწიფოში განვითარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ფონზე. სინგაპურის სამზარეულოზე აღინიშნება მალაიზიის, ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, კორეას, ტაილანდის, ინდონეზიის და დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ ამერიკის, ინგლისის და პორტუგალიის გავლენა. საკვები სინგაპურში კულტურის უდიდეს ნაწილად და ეროვნულ თვითცნობიერებასთან დაკავშირებულ ტრადიციად ითვლება. ყოველდღიურობაში სინგაპურელები რესტორნების მაგივრად ხშირად ქვეყანაში გავრცელებულ ქუჩის კვების ცენტრებში (ინგლ. Hawker center) დადიან. ასეთი ცენტრები უფრო ხელმისაწვდომია და გამოირჩევა უფრო ფართო არჩევანით. ორ ასეთი ლოკაციას მიშლენის ვარსკლავიც კი მიენიჭა [1], მათგან ერთ-ერთი დასახელდა "მსოფლიოში ყველაზე იაფ მიშლენის ვარსკლავიან ადგილად" [2]. ქვეყანაში ბევრია როგორც სინგაპურის, ასევე სხვა ქვეყნების სამზარეულოებზე სპეციალიზირებული რესტორნები.

კერძები


სინგაპურის კერძები იყოფა ხუთ კატეგორიად: ხორცი, ზღვის პროდუქტი, ბრინჯი, ლაფშა და დესერტი ან წასახემსებელი. სინგაპური ცნობილია თავისი ზღვის პროდუქტებით - კრაბი შაბი წიწაკით და კრაბი ჩილით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სინგაპურული კერძებია მსოფლიოში, მათ ხშირად ტურისტებს სთავაზობენ. ტროპიკული ხილი სინგაპურში მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მისი უმეტესობა იმპორტირებულია სხვა ქვეყნებიდან. ყველაზე პოპულარული ხილია დურიანი, მაგრამ მძაფრი სუნის გამო ის აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ზოგ საზოგადოებრივი შეკრების ადგილას. ასევე გავრცელებული ჰაინანური ბრინჯის ქათამი - მოხარშული ქათამი ჩილის სოუზით და სხვადასხვა სახეობის ლაფშა - კვერცხით, ლორით, ბრინჯით, ქოქოსით, კრევეტით და ა.შ. აზიური, განსაკუთრებით ჩინური კერძების სახელები სინგაპურში შეიძლება სხვადასხვანაირად იწერებოდეს, რადგან იეროგლიფებიდან ლათინურ ასოებში გადაყვანის ზუსტი წესი კერძების გავრცელების დროს არ არსებობდა. სასმელებიდან გავრცელებულია ლუდი, რძიანი ჩაი და ყავა. ალკოჰოლის დიდი რაოდენობის შემცველი სასმელები არ არის გავრცელებული.

ისტორია

სინგაპური მდებარეობს ინდოეთის და წყნარ ოკეამეს შორის და გარშემორტყმულია აზიის ბევრი ქვეყნით, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება [3]. მსგავსი კლიმატის და მსგავსი ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამო გარშემო ქვეყნების, კერძების ათვისება მარტივი იყო, თუმცა მათ რეცეპტებს უმეტესად ცვლიდნენ ადგილოვებრივების გემოვნებით. როდესაც სინგაპურში XIX საუკუნეში ვაჭრობის განვითარების მცდელობები დაიწყო, კუნძულზე დასახლდნენ მალაიზიელი, ჩინელი, ამერიკელი, მუსულმანი და ევროპელი იმიგრანტები, ასევე სინგაპური კოლონიზებული იყო ბრიტანეთის მიერ მეოცე საუკუნის შუამდე, რის შემდეგაც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ დაიპყრო. ყველაფერი ეს ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურის და სამზარეულოს საფუძველია.

სხვა ქვეყნებში

2011 წელს CNN-ის გამოკითხვაში "მსოფლიოს 50 უგემრიელესი კერძეჰი" ხალხმა ოთხი სინგაპურული კერძი აირჩია - ჰაიკანური ბრინჯის ქათამი (მე-13 ადგილი), კრაბი ჩილით (29-ე ადგილი, კატონგ ლაქსა (44-ე ადგილი) და როტი პრატა (45-ე ადგილი) [4]. ცნობილმა მზარეულმა გორდონ რამზიმ 2016 წელს მონაწილეონა მიიღო სინგაპურული კერძების კონკურსში. მისი კრაბი ჩილით საუკეთესოდ დასახელდა, მაგრამ მან წააგო დანარჩენ ორ კატეგორიაში.

წყაროები

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი