სიქტივკარი

სიქტივკარი (1930 წლამდე — უსტ-სისოლსკი) — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში. კომის რესპუბლიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს მდინარეების სისოლასა და ვიჩეგდის შეერთების ადგილას.

ქალაქი
სიქტივკარი
კომ. Сыктывкар
დროშაგერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა კომის რესპუბლიკა
კოორდინატები 61°40′00″ ჩ. გ. 50°49′00″ ა. გ. / 61.66667° ჩ. გ. 50.81667° ა. გ. / 61.66667; 50.81667
მმართველი Ivan Posdejev
პირველი ხსენება 1586
ადრეული სახელები უსტ-სისოლსკი (1930-მდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1780
ფართობი 152 კმ²
ცენტრის სიმაღლე 172
მოსახლეობა 245 313 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1602,21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები — 66,0%,
კომი — 25,9%,
უკრაინელები — 2,8%[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8212
საფოსტო ინდექსი 167000
საავტომობილო კოდი 11, 111
ოფიციალური საიტი http://Сыктывкар.рф/
სიქტივკარი — რუსეთი
სიქტივკარი
სიქტივკარი — რუსეთი
სიქტივკარი

სახელწოდება

პირველად მოიხსენიება 1586 წელს, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მდინარეების სისოლასა და ვიჩეგდის შეერთების ადგილას. 1780 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით ტერიტორიულ ერთეულს ეწოდა უსტ-სისოლსკი.

ადგილობრივ კომელთა ენაზე ქალაქს სიქტივდინი ეწოდება და ნიშნავს „დასახლებას სისოლის ახლოს“. 1930 წელს, ქალაქის 150 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქს უწდდეს სიქტივკარი რაც ნიშნავს „ქალაქი სისოლაზე“.

ისტორია

თანამედროვე სიქტივკარის ისტორია იწყება XVI საუკუნიდან, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდნენ კომი-პერმიაკები. აბრაჰამ ორტელიუსის მიერ 1570 წელს შედგენილ ატლასზე სიქტივკარის ადგილზე დატანილია დასახლება პერმეველისკი.

1586 წლის მატიანეში მოხსენიებულია დასახლება მდინარე სისოლაზე. აქ იდგა ხის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და რამდენიმე ეკლესიის მსახურთა სახლი. 1780 წლიდან დასახლებას ეკატერინე II-მ უწოდა უსტ-სისლოვსკი. 1780 წლის 21 თებერვალს ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი ახალი ქალაქის მშენებლობას.

XIX საუკუნის განმავლობაში ქალაქი რჩებოდა ერთადერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩრდილოეთში. XX საუკუნის დასაწყისში მცირე პროვინციული ქალაქია 6,5 ათ. მაცხოვრებლით.

1921წლიდან კომის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 1930 წელს ეწოდა თანამედროვე სახელი. 1936--1991 წლებში კომის ასსრ-ის, ხოლო 1991 წლიდან კომის რესპუბლიკის დედაქალაქია.

გეოგრაფია

ქალაქი სიქტივკარი მდებარეობს მდინარე სისოლის მარცხენა ნაპირზე, მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1331 კმ-ში. ქალაქის კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია, მოკლე თბილი ზაფხულით და გრძელი ზომიერად ცივი ზამთრით.

  • საშუალო წლიური ტემპერატურა — +1,6 °C
  • საშუალო წლიური ქარის სიმძლავრე ბოფორტის სკალით  — 2,6 მ/წმ
  • ჰაერის საშუალო წლიური ტენიანობა — 77 %

მოსახლეობა

სიქტივკარი მრავალეროვანი ქალაქია.

იგი 2016 წლის მონაცემებით რუსეთში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 80-ე ქალაქია.

მოსახლეობის დინამიკა 1897-2010 წლებში ასეთია.

ეროვნება1897[2]1926[3]19391959[4]1989[5]2002[5]2010
რიცხვი%რიცხვი%რიცხვი%რიცხვი%რიცხვი%რიცხვი%რიცხვი%
სულ4464100506810025 28110064 461100234 903100245 768100250 900100
რუსები73116,4151129,8707928,023 18636,0127 61954,3143 45358,4165 59466,0
კომი369982,9348668,817 10667,732 42850,379 01133,675 14030,664 98325,9
უკრაინელები50,0891,75202,125884,011 2134,896003,970252,8
გერმანელები--1010,428364,440891,833821,4--
ბელარუსები--1960,87811,235511,529891,222580,9
თათრები20,0480,216440,714740,615050,6
სხვა270,62310,926424,177793,396603,9102874,1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი