სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი

გაეროს სპეციალიზებული სააგენტო

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (ინგლ. International Fund for Agricultural Development, ფრანგ. Fonds international de développement agricole, იტალ. Fondo Internazionale per lo Sviluppo Agricolo) — გაეროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს. შეიქმნა 1977 წელს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მის შექმნას საფუძვლად დაედო 1974 წლის საკვები პროდუქტების მსოფლიო კონფერენციის გადაწყვეტილება. მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 75% განვითარებად ქვეყნებში, სოფლად ცხოვრობს, ამასთანავე განვითარებისთვის გამოყოფილი ოფიციალური დახმარების მხოლოდ 4% ხმარდება სოფლის მეურნეობას.

სია
  • International Fund for Agricultural Development

    Fonds international de développement agricole

    Fondo Internazionale per lo Sviluppo Agricolo

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
თარგი:ქვეყნის მონაცემები სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი წევრი სახელმწიფოები
შტაბ-ბინარომი
ტიპი განვითარების ფონდი
წევრი 176 წევრი სახელმწიფო
ლიდერები
 -  პრეზიდენტი ჟილბერ უნგბო
დაარსება
 -  დაარსდა 1977 
საიტი
ifad.org

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის სტრატეგიული პოლიტიკა დეტალურად არის გაწერილი განვითარების საერთაშორისო ფონდის 2011–2015 წლების სტრატეგიაში: სოფლის მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში და არის გაეროს განვითარების ჯგუფის წევრი[1]. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია ტოგოელი ჟილბერ უნგბო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩიეს ოთხი წლის ვადით.

მიზანი

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიზანს წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში სოფლად მცხოვრები ღარიბი მამაკაცებისა და ქალების შემოსავლების ზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება.

ამოცანები

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი იღწვის იმისათვის, რათა სოფლის ღარიბ მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი წვდომა, ის უნარები და ორგანიზება რომელიც მათ სჭირდებათ:

  • ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით მიწასთან და წყალთან უსაფრთხო წვდომა, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების მართვისა და შენახვის მეთოდების სრულყოფა
  • სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და ეფექტიანი საწარმოო მომსახურება
  • ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრი
  • სოფლის მეურნეობის საწარმოებისა და წარმოებისათვის გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზარი
  • სოფლის არასამეურნეო საქმიანობისა და საწარმოების განვითარების შესაძლებლობა
  • ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკა და პროგრამირება

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ყველა გადაწყვეტილება – რეგიონალური, ქვეყნების და თემატურ სტრატეგიებზე, სიღარიბის მასშტაბების შემცირების სტრატეგია, პოლიტიკური დიალოგი და განვითარების პარტნიორები – ამ პრინციპებისა და მიზნების გათვალისწინებით მიიღება. როგორც სტრატეგიულ ჩარჩოებშია ასახული, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი ათასწლეულის განვითარების სფეროს ფარგლებში მისაღწევი მიზნების ერთგულია, რომელიც 2015 წლისათვის მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის განახევრებას ისახავს მიზნად.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიზანია, რომ სოფლის ღარიბ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს განვითარების უფლება, რათა სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმის უფლება, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

პარტნიორობა და სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და სესხებისა და გრანტების საშუალებით აფინანსებს პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ღარიბი ფენების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევას.

1978 წელს მოღვაწეობის დაწყების შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა, 860 პროექტში 12 მილიარდი აშშ დოლარის (7,5 მილიარდი გერმანული მარკა) ინვესტირება განახორციელა, რითაც 370 მილიონამდე ღარიბმა მოსახლემ იგრძნო შვება.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი სიღარიბის პრობლემებს ებრძვის არა მხოლოდ როგორც კრედიტორი, არამედ სოფლის ღარიბი მოსალხეობის დამცველადაც გვევლინება. მისი მრავალმხრივი ბაზა ქმნის ბუნებრივ გლობალურ პლატფორმას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განსახილველად, რომლებიც გავლენას ახდენს სოფლის ღარიბი მოსახლეობის ცხოვრებაზე. აგრეთვე ათასწლეულის განვითარების მიზნებში ასახული სოფლების განვითარების გეგმების მიმართ ყურადღების მისაპყრობად.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი Compact2025-ის პარტნიორია, რომელიც ამუშავებს უახლოეს 10 წელიწადში შიმშილის აღმოსაფხვრელად მიმართულ მეცნიერულად დადასტურებულ რეკომენდაციებს და მათ პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს აცნობს. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი Compact2025-ზე მისი პრეზიდენტითაა წარმოდგენილი[2].

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში რესურსების მართვის პროექტის (NERCORMP) მეოთხე ეტაპისათვის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეღავათიანი კრედიტები დაამტკიცა.

წევრობა

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წევრი სახელმწიფოები
  სია A-ს წევრები
  სია B-ს წევრები
  სია C-ს წევრები, რატიფიცირებული
  სია C-ს დამტკიცებული წევრები, რატიფიკაციის მოლოდინში

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წევრობა შეუძლია გაეროს, მის სპეციალურ სააგენტოს ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერ წევრს. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წევრი მრავალმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირების გზით ხდება, რომელიც აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის შეთანხმების სახელწოდებითაა ცნობილი. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც ფონდის სახელით გადაწყვეტილებებს იღებს. ორგანიზაციის თითოეული წევრი წარმოდგენილია გუბერნატორითა და გუბერნატორის მოადგილით. საბჭო ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი საბჭო 18 წევრისა და 18 წევრის მოადგილისაგან შედგება, რომელიც პასუხისმგებელია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ოპერაციებზე, სესხებსა და გრანტებზე. პრეზიდენტი რომელიც ოთხი წლის ვადით აირჩევა (მაქსიმუმ ორი ვადით) არის სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. ორგანიზაციის ამჟამინდელი და რიგით მეექვსე პრეზიდენტია ჟილბერ უნგბო, რომელიც 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

2015 წლის თებერვლის მდგომარეობით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი 176 წევრს აერთიანებს[3][4]. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 174 გაეროს წევრი სახელმწიფო, აგრეთვე კუკის კუნძულები და ნიუე.

გაეროს სხვა წევრები, რომლებიც არ არიან სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წევრები: ავსტრალია, ანდორა, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბრუნეი, ბულგარეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, მონაკო, პოლონეთი, სან-მარინო, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და ჩეხეთი.

დამკვირვებლების სტატუსით სარგებლობენ წმინდა საყდარი[5] და ევროკავშირი[6].

საკვები პროდუქტების ფასები და სიღარიბის დონე

2007-2008 წლებში, ეკონომიკური კრიზისის გამო პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარტო 2008 წლის პირველ კვარტალში, 2007 წელთან შედარებით ხორბალზე ფასი 130%-ით, ხოლო სიმინდზე 30%-ით გაიზარდა. ბრინჯი კი რომლის ფასიც 2006-2007 წლებში მუდმივად მცირდებოდა, 2008 წლის თებერვალსა და მარტში ერთბაშად 10-10%-ით გაძვირდა. განვითარებად ქვეყნებში საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშიშროება გაძლიერდა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებულმა ქმედებებმა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა განვითარებად ქვეყნებში მაღალი ფასების პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაზრდელად გრანტისა და სესხების სახით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

სიღარიბის დონე

ბოლო ათი წლის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალურ სიღარიბეს მაინც მასიური ხასიათი აქვს და ძირითადად სოფლად ვლინდება. ამასთანავე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 1,4 მილიარდიანი მოსახლეობის 70% სოფლის მაცხოვრებელია. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განვითარებადი ქვეყნების სასოფლო დასახლებებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 48%-დან 34%-მდე შემცირდა. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნა აღმოსავლეთ აზიაში, სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი