სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქ. İstanbul Teknik Üniversitesi; ITU) — საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. არის მსოფლიოს მესამე უძველესი ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო მეცნიერებების დარგში. უკანასკნელ ხანებში სპეციალიზირებულია სოციალურ მეცნიერებათა დარგშიც და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება თურქეთში.[10] 2009 წლის QS-ის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით, საინჟინრო-ტექნოლოგიის დარგში, ეკავა 108-ე ადგილი მსოფლიოში და 1-ლი ადგილი ქვეყნის მასშტაბით.[11] უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული გამხდარა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი, „ITUSpor“, თამაშობს თურქული საკალათბურთო მეორე ლიგაში.

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
İstanbul Teknik Üniversitesi
დაფუძნდა 1773[1]
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი
თანამშრომელი 2.134, 501 პროფესორი[2]
რექტორი მეჰმეთ ქარაჯა[3]
სტუდენტი 35,789[2]
მაგისტრანტი 2,281[2]
მდებარეობა სტამბოლი
ქალაქი სტამბოლი[4]
ქვეყანა
თურქეთის დროშა თურქეთი
კამპუსი 4 საქალაქო, 1 საგარეუბნო
ფერები მუქი ლურჯი და თაფლისფერი ყვითელი
კავშირები EUA,[5] TIME,[6] CESAER ასოციაცია,[7] EAIE[8] ATHENS[9]
თილისმა ფუტკარი
itu.edu.tr

უნივერსიტეტს აქვს 39 საბაკალავრო, 144 სამაგისტრო პროგრამა, 13 კოლეჯი, 346 ლაბორატორა და 12 კვლევითი ცენტრი. მოსწავლე-ფაკულტეტის თანაფარდობაა 12:1.[12]

მეცნიერება

Taşkışla-ს კამპუსის მთავარი შენობა
ITU-ს სულეიმან დემირელის კულტურის ცენტრი
სალექციო ჰოლი

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის სტრუქტურა შეესაბამება აშშ-ს კოლეჯების სტრუქტურას, სადაც თითოეული ფაკულტეტი შედგება ორი ან მეტი დეპარტამენტისგან.

სამოქალაქო ინჟინერიის კოლეჯი
  • სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • Geomatics საინჟინრო
  • გარემოს ინჟინერია
არქიტექტურის კოლეჯი
  • არქიტექტურა
  • ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება
  • სამრეწველო პროდუქტის დიზაინი
  • შიდა არქიტექტურა
  • ლანდშაფტური არქიტექტურა
მანქანათმშენებლობის კოლეჯი
  • მექანიკური ინჟინერია
  • საწარმო ინჟინერია
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის კოლეჯი
  • ელექტრო ინჟინერია
  • კონტროლის ინჟინერია
  • ელექტრონიკის და საკომუნიკაციო ინჟინერია
ინფორმატიკის კოლეჯი
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (ერთობლივი პროგრამა SUNNY)
სამთო კოლეჯი
  • სამთო საქმე
  • გადამამუშავებელი ინჟინერია
  • გეოლოგიური ინჟინერია
  • ნავთობის და ბუნებრივი აირის ინჟინერია
  • გეოფიზიკური ინჟინერია
ქიმიური და მეტალურგიული ინჟინერიის კოლეჯი
  • ქიმიური ინჟინერია
  • მეტალურგიის და მასალების ინჟინერია
  • კვების ინჟინერია
  • ბიოინჟინერია (UOLP)
გემთმშენებლობის და ოკეანის ინჟინერიის კოლეჯი
  • გემთმშენებლობა და საზღვაო ინჟინერია
  • გემთმშენებელი და ოკეანის ინჟინერია
მეცნიერებათა და ლიტერატურის კოლეჯი
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • მოლეკულარული ბიოლოგია და გენეტიკა
  • უმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა
  • საინჟინრო მეცნიერებები
აერონავტიკის და ასტრონავტიკის კოლეჯი
  • საავიაციო ინჟინერია
  • ასტრონავტიკის ინჟინერია
  • მეტეოროლოგია
მართვის კოლეჯი
  • საინჟინრო მართვა
  • სამრეწველო ინჟინერია
  • ეკონომიკა
საზღვაო კოლეჯი
  • საზღვაო ინჟინერია
  • საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა
ტექნოლოგიები და დიზაინი
  • ტექსტილი
  • მოდის დიზაინი
  • ტექსტილის განვითარება და მართვა

ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები

ITU-ს გააჩნია ბევრი კვლევითი ჯგუფები.აქ ჩამოთვლილია:

  • ენერგეტიკის ინსტიტუტი
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • ინფორმატიკის ინსტიტუტი
  • ევრაზიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • მოლეკულური ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გენეტიკის კვლევის ცენტრი (MOBGAM)[13]
  • ARI Technopolis[14]
  • სატელიტური კომუნიკაციების და დისტანციური ზონდირების ცენტრი[15]
  • უმაღლესი გამოთვლების ეროვნული ცენტრი[16]
  • Rotorcraft-ის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი (ROTAM)[17]
  • მეხატრონიკის განათლებისა და კვლევის ცენტრი (MEAM)[18]
  • კატასტროფების მართვის ცენტრი[19]
  • პროფ. ადნან თექინის მასალების მეცნიერების და წარმოების ტექნოლოგიების გამოყენებითი კვლევების ცენტრი (ATARC)[20]
  • საბინაო კვლევისა და განათლების ცენტრი
  • ქალთა კვლევების სამეცნიერო ცენტრი, საინჟინრო და ტექნიკა

დაგეგმილი კვლევის ცენტრის პროექტები:[21]

  • სატრანსპორტო საშუალებების კვლევის ცენტრი
  • RF/შერეული სიგნალის გენერაციის კვლევის ცენტრი
  • ნანოტექნოლოგიური და ნანოტექნოლოგიის კვლევის ცენტრი

და ბოლოს, ITU-ს ასევე აქვს შემდეგი დეპარტამენტები/საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც არ უკავშირდება რაიმე ფაკულტეტს, მაგრამ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი დეპარტამენტი. ესენია:

  • უცხო ენების სკოლა
  • სახვითი ხელოვნების სკოლა
  • ფიზიკური განათლების სკოლა
  • თურქული კლასიკური მუსიკის სახელმწიფო კონსერვატორია
  • მოწინავე მუსიკალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი