ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ტაიპეიში, ტაივანში.[9]

დაფუძნდა 1928
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, comprehensive university და თავისუფალი გამომცემელი[1]
სტუდენტი 31 799[2]
მისამართი [106]臺北市大安區羅斯福路四段1號[3]
მდებარეობა ტაიბეი და Taiwan
ქვეყანა ტაივანი[1]
კავშირები ORCID[4] [5] , arXiv[6] , Association of Pacific Rim Universities[7] და Open Education Global[8]
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი — ტაივანი
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი
https://www.ntu.edu.tw და https://www.ntu.edu.tw/english/index.html

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1928 წელს იაპონელთა მმართველობის დროს, როგორც მეშვიდე საიმპერიო უნივერსიტეტი. თავდაპირველად ტაიჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტი ეწოდა და იაპონელთა კოლონიზაციის დროს ფუნქციონირებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსიტეტის მართვა გომინდანის მთავრობაში გადავიდა. ტაივანის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტი განაახლა და 1945 წლის 15 ნოემბერს ამჟამინდელი სახელი უწოდა.[10] უნივერსიტეტი 11 კოლეჯს, 56 დეპარტამენტს, 133 ინსტიტუტს, 60 კვლევით ცენტრს და პროფესიული განათლებისა და უწყვეტი სწავლების სკოლას მოიცავს.[11][12][13]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ჩინეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, სამი ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ლი იუანჩჟე, ტიურინგიის პრემიის ლაურეატი ენდრიუ იაო და სხვ. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის სისტემის ნაწილაი, რომელცი ასევე მოიცავს ტაივანის ეროვნულ ნორმალურ უნივერსიტეტსა და ტაივანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნულ უნივერსიტეტს.

ისტორია

საიმპერიო უნივერსიტეტი

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორია ტაიჰოკუს საიმპერო უნივერსიტეტიდან (北帝國大學) იწყება, რომელიც 1928 წელს იაპონელთა მმართველობის პერიოდში დაარსდა, როგორც იაპონიის იმპერიის ერთ-ერთი საიმპერიო უნივერსიტეტი.[10]

ტაიჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტში ლიბერალურ ხელოვნებათა და სამართლის ფაკულტეტი და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი დაარსდდა, რომელშიც 60 სტუდენტი ირიცხებოდა. უნივერსიტეტი მეტწილად იაპონელი სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი და მხოლოდ მცირე რაოდენობით ტაივანელ სტუდენტებს იღებდნენ. 1935 წელს უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო 1943 წელს ინჟინერიის ფაკულტეტი დაემატა.[10]

კამპუსები

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის შენობა

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი დაანის რაიონში, ტაიპეიში მდებარეობს. დამატებითი კამპუსები მდებარეობს ტაიპეში, ნიუ-ტაიპეიში, სინჩჟუში, იუნლინის ოლქსა და ნანტოუს ოლქში. მთავარ კამპუსში ფაკულტეტებისა და სკოლების უმრავლესობა და ადმინისტრაციული შენობებია განთავსებული. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია ფერმები, ტყეები და საავადმყოფოები, რომლებიც საგანმანათლებლო და კვლევითი დანიშნულებით გამოიყენება.

ორგანიზაცია

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ჰოსპიტალის შენობა ტაიპეიში

უნივერსიტს 11 კოლეჯი აქვს: ლიბერალური ხელოვნებების, ინჟინერიის, მეცნიერების, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიორესურსებისა და სოფლის მეურნეობის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების, მედიცინის და სიცოცხლის მეცნიერებების.[14] ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს სავალდებულო ძირითადი კურიკულუმის გავლა მოეთხოვებათ, რომელიც ჩინურ ენას, ინგლისურ ენას, ფიზიკურ განათლებასა და საზოგადოებრივ სერვისებს მოიცავს. სამედიცინო სკოლის სტუდენტებს დამატებით ფილოსოფიისა და სოციოლოგიის სწავლა და ეთიკისა და თანატოლოგიის კურსების გავლა უწევთ. მამრობითი სქესის სტუდენტებისთვის სამხედრო წვრთნა სავალდებულო აღარაა, თუმცა მოეთხოვებათ, თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს ოფიცრებად გახდომას გეგმავენ.

ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მრავალი პროგრამა ფუნქციონირებს. უნივერსიტეტში ყოველ სემესტრში 8 000-მდე კურსია ხელმისაწვდომი.[15] სტუდენტებს კოლეჯების მიერ შეთავაზებული კურსების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა მთავარი პროფესიისთის განკუთვნილი სავალდებულო საგნების გავლა აუცილებელია ხარისხის მისაღებად. ზოგიერთი პროგრამა უფრო კონკურენტუნარიანია და ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღება აუცილებელია. ბოლო წლებში ყველაზე პოპულარუ პროგრამებს შორისაა: მედიცინა, ელექტრონული ინჟინერია, სამართალი და ფინანსები. საბაკალავრო პროგრამების დიდი ნაწილი 4 წლიანი, ხოლო სტომატოლოგიისა და სამედიცინო პროგრამები 6 წლიანია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მიერ დაფუძნებული ჩინური ენის საერთაშორისო პროგრამა ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.[16] ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი არის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაციისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი.[17][18]

რეიტინგი

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი ჩინეთის რესპუბლიკის საუკეთესო უნივერსიტეტად მიიჩნევა. 2022 წლის Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტს 77-ე ადგილი უკავია,[19] Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში კი ― 187-ე.[20] QS-ის რეიტინგში სფეროების მიხედვით უნივერსიტეტს შემდეგი პოზიციები უკავია: კლასიკური და ანტიკური ისტორია ― 24-ე ადგილი, თანამედროვე ენები ― 36-ე ადგილი, სამოქალაქო და სტრუქტურული ინჟინერია ― 38-ე, ლინგვისტიკა ― 42-ე, მედიცინა ― 46-ე, საექთნო საქმე ― 47-ე, ელექტრონიკა და ელექტრული ინჟნერია ― 48-ე, მასალათმცოდნეობა ― 50-ე.[21]

ცნობილი კურსდამთავრებულები

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ცაი ინ-ვენი ― ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი; ლი ტენჰუეი ― ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი; ჩენ შუი-ბიანი ― ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი; მა ინცზიუ ― ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი; ლი იუანჩჟე ― ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში; ენდრიუ იაო ― ტიურინგის პრემიის ლაურეატი, და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

  • განათლება ტაივანში
  • ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ჰოსპიტალი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • https://data.gov.tw/dataset/6091
  • https://orcid.org/members/001G000001C8dNPIAZ-national-taiwan-university
  • https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  • Our Members / Tier 2
  • https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  • https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  • Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2021. ციტირების თარიღი: August 6, 2021
  • 10.0 10.1 10.2 About NTU - About - National Taiwan University en. ციტირების თარიღი: 2018-11-20
  • Office of International Affairs, NTU. ციტირების თარიღი: 2020-11-09
  • 國立臺灣大學捐贈網站 zh-Hant. ციტირების თარიღი: 2018-11-20
  • NTU at a Glance - About NTU - About - National Taiwan University en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-13. ციტირების თარიღი: 2020-11-09
  • Colleges & Departments - Academics - National Taiwan University. National Taiwan University. ციტირების თარიღი: 23 February 2017
  • About NTU - About - National Taiwan University.
  • About ICLP. ICLP of National Taiwan University. ციტირების თარიღი: 25 August 2015
  • Member Universities - National Taiwan University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 28 July 2018
  • 17 Members. ციტირების თარიღი: 28 July 2018
  • QS World University Rankings 2022.
  • 2012 National Taiwan University Ranking (NTU Ranking). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-30. ციტირების თარიღი: 2017-10-10
  • QS World University Rankings by Subjects 2022.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი