ტატიანა მიხაილოვა-საარი

ტატიანა მიხაილოვა-საარი[1] (რუს. Татьяна Михайлова, დ. 19 ივნისი, 1983), უფრო მეტად ცნობილი როგორც ტანია ან ტანია მიხაილოვარუსი-ესტონელი პოპ მომღერალი და მსახიობი. დაიბადა 1983 წლის 19 ივნისს, კალინინგრადში, მაგრამ ადრეული ასაკიდან ცხოვრობდა ესტონეთში.[2] ტანია იყო არაერთი მუსიკალური ბენდის წევრი. 2014 წელს წარადგინა ესტონეთი ევროვიზიაზე, სადაც წარსდგა სიმღერითh „Amazing“ და დაიკავა მე-12 ადგილი ნახევარ-ფინალში. ვერ მოახერხა ფინალში გასვლა.

ტატიანა მიხაილოვა-საარი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 ივნისი, 1983(1983-06-19) (40 წლის)
დაბ. ადგილი კალინინგრადი
ხელმოწერა
საიტი tanjamusic.com
ტატიანა მიხაილოვა-საარი ვიკისაწყობში

მუსიკალური კარიერა

ტანაიმ მუსიკალური კარიერა ბავშვობიდნვე დაიწყო და იღებდა მონაწილეობას ესტონეთში, რუსეთსა და უკრაინაში გამართულ ფესტივალებში. 1998 წელს მიხაილოვამ მოიგო ლატვიაში, იურმალაში გჩატარებული კონკურსი „Utrennaja zvezda“. 2002 წელს მიიღო მონაწილეობა ბალტიურ სიმღერის კონკურს „Fizz superstar 2002“.[3]

2001 წელს ესტონელ პროდიუსერ სვენ ლიმჰუსთან და ესტონელ მომღერალ ლი ლუმისტესთან ერთად შექმნა ტექნო დუეტი, ბენდი „Nightlight Duo“. ბენდმა გამოუშვა ორი ალბომი, „Jäljed liival'“ („კვალი ქვიშაში“), და „Miks ma ei suuda su maailma muuta“ („რატომ არ შემიძლია შევცვალო მსოფლიო“). მეორე ალბომმა მოიგო საუკეთესო ალბომის ჯილდო „Aasta uustulnuk 2002“.[4]

დუეტმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ესტონეთში გამართულ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში „Eurolaul“. 2002 წელს მათმა სიმღერამ „Another Country Song“ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.[5] ერთი წლის შემდეგ სიმღერამ „I can b the 1“ დაიკავა მე-4 ადგილი.[6] ორი სიმღერის ავტორი იყო პროდიუსერი სვენ ლიმჰუსი.

ბენდი 2004 წელს ლი ლუმისტეს ორსულობის გამო დაიშალა და ტატიანამ მუსიკალური კარიერა დამოუკიდებლად განაგრძო.

Jz Belle

პროდიუსერთან და კომპოზიტორთან ტიმო ვენდტთან ერთად ტანიამ 2004 წელს შექმნა ბენდი „Jz Belle“.[2][7] პირველი ალბომი „Jz Belle“ 2004 წელს გამოვიდა. მეორე ალბომი „Teemant“ 2006 წელს გამოვიდა.

=ევროვიზია

ტანიამ მოახერხა ესტონეთში მოეგო ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი „Eesti Laul 2014“. ფინალი მოიგო სიმღერით „Amazing]]“, ხმათა 53 პროცენტით.[8] 15 მარტს სიმღერა ოფიციალურად გამოიცა.1.[9] ტატიანამ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და ვერ მოახერხა ფინალში გასვლა, ნახევარ-ფინალში მიიღო 36 ქულა და დაიკავა მე-12 ადგილი.

პირადი ცხოვრება

2016 წელს დაქორწინდა ესტონელ მომღერალ მიკ საარზე. 2018 წელს წყვილს შვილი შეეძინა.

დისკოგრაფია

ალბომები

  • Jz Belle (2004)
  • Teemant (2006)
  • Gemini (2012)
  • Amazing EP (2014)
  • Elan päev korraga (2015)

სინგლები

  • „Kaasa mind vii“ (2006)
  • „Sind nii kaua pole olnud siin“ (2007)
  • „Sind ikka ootan“ (2007)
  • „Supernatural“ (2012)
  • „Sind ootan ikka veel“ (ft. მიკ საარი) (2013)
  • „All in My Head“ (2013)
  • „Amazing“ (2014)
  • „Forevermore“ (2014)
  • „Külmunud maa“ (2014)
  • „Elan päev korraga“ (2015)[10]
  • „Hääletu peal“ (2015)[11]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი