ტენიანობა

ტენიანობაწყლის შემცველობა ფიზიკურ სხეულებში. ტენიანობა დამოკიდებულია გარემოს ფარდობითს ტენიანობაზე, ნივთიერების გვარობაზე, ხოლო მყარ სხეულებში — მის დაქუცმაცებულობაზეც და ფორიანობის ხარისხზეც, უფრო ზუსტად სხეულის გარე და შიგა ზედაპირების საერთო ზომებზე.

ტროპიკული ტყე მაღალი ტენიანობით

ქიმიურად ბმული, ე. წ. კონსტიტუციური წყლის (მხოლოდ ქიმიური დაშლის დროს გამოყოფილი წყლის), აგრეთვე კრისტალოჰიდრატული წყლის შემცვლელობა ტენიანობის ცნებაში არ შედის. ტენიანობას ახასიათებენ ტენშემცველობით – წყლის რაოდენობით, რომელიც მოდის მასალის მშრალი ნაწილის ერთეულ მასაზე და ფარდობითი ტენიანობით – სითხის შემცველობით, რომელიც მოდის, ტენიანი მასალის ერთეულ მასაზე. მრავალი პროდუქტის, მასალისა და სხვ. ტენიანობის ხარისხის დადგენას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ბევრი სხეული (მარცვალი, ცემენტი და სხვ.) იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც იგი განკუთვნილია, ვარგისია მხოლოდ განსაზღვრული ტენიანობის დროს.

ცხოველებისა და მცენარეული ორგანიზმების ცხოველმოქმედება შესაძლებელია მხოლოდ გარემომცველი ატმოსფეროს ტენიანობისა და აბსოლუტური ტენიანობის გარკვეულ საზღვრებში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი