ტონი ჰოუკი

ენტონი ფრენკი „ტონი“ ჰოუკი (ინგლ. Anthony Frank „Tony“ Hawk; დ. 12 მაისი, 1968, კარლსბადი, კალიფორნია, აშშ), ასევე ცნობილი ზედმეტსახელით „ადამიანი ჩიტი“ — ამერიკელი პროფესიონალი სკეიტბორდისტი, მსახიობი და სკეიტბორდული კომპანია Birdhouse Skateboards-ის დამაარსებელი და მფლობელი. პირველი დარეგისტრირებული სკეიტებორდისტი, რომელმაც შეასრულა ტრიუკი Indy 900 (ნახტომი რამპაზე — შემოტრიალება 900 გრადუსით საკუთარი თავის გარშემო). 2002 წელს გახდა ახალგაზრდა ჰოლივუდის პრემიის ლაურეატი. ის მიიჩნევა ვერტიკალური სკეიტბორდინგის ერთ-ერთ პიონერად.[4]

ტონი ჰოუკი

ტონი ჰოუკი 2006 წლის ნოემბერში
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Tony Hawk
სრული სახელი ენტონი ფრენკი ჰოუკი
მეტსახელ(ებ)ი „ადამიანი ჩიტი“[1]
ეროვნება ამერიკელი
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1968 (1968-05-12) (55 წლის)[2]
დაბ. ადგილი კარლსბადი, კალიფორნია
სიმაღლე 1.91 სმ
წონა 78 კგ
საიტი tonyhawk.com
სპორტი
ქვეყანა აშშ
სპორტი სკეიტბორდინგი
სახეობა ვერტიკალური სკეიტბორდინგი
ჯილდოები ჯეიმზ ჯოისის ჯილდო[3]

დაიბადა კარლსბადში, კალიფორნიაში, ნენსი და ფრანკ პიტერ რუპერტ ჰოუკების ოჯახში და გაიზარდა სან-დიეგოში. 2002 წელს შექმა ექსტრემალური სპორტის გამოფენა „Boom Boom HuckJam“, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში. მისი კარიერის განმავლობაში ჰოუკმა მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფილმში, სხვადასხვა შოუებსა და ვიდეო თამაშებში. 1999 წლიდან კომპანია Activision ჰოუკთან თანამშრომლობით ქმნის ვიდეო თამაშების სერიას „Tony Hawk's“.[5] ის ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. 2014 წელს ჟურნალმა FoxWeekly ტონი ჰოუკი დაასახელა ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან სკეიტბორდისტად.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი