ურემი

ურემი — ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა. ორბორბლიანი საზიდი საშუალება, რომელშიაც გამწევ ძალად საქონელს აბამენ, მისი კონსტრუქცია იცვლებოდა გავრცელების ზოლის გეოგრაფიული პირობების მიხედვით. საქართველოს ბარში იყენებდნენ საბარო ურემს (აღმოსავლეთი საქართველო ფრჩხილებიან ან ხელნა ურემს (დასავლეთი საქართველო)) და საძნე ურემს (სამხრეთი საქართველო). ურემი შედგება ძირითადად 3 ნაწილისაგან: უბე, ღერძ-ბორბალი, და უღელი. ურემის უბე, რომელზედაც ტვირთი იდება, შედგება სამკუთხედად შეერთებული ხელნებისაგან. ხელნების წვერებს თავისებური ფორმა აქვს და უერთდება უღლის ცენტრს. ხელნებზე დასმულია ვერტიკალური ჯოხები. ე. წ. ჭალები, რომლებიც ზეწრის საშუალებით ერთმანეთთან არიან შეერთებული და ხელნები სპეციალური დეტალებით — „ლეკვებით“ არის შედგმული ღერძზე. ბორბალი შედგება მორგვისაგან, შიგ ჩასმული სოლებისა და გარე რკალის ანუ ფერსოსაგან. ამ უკანასკნელზე რკინის სალტეა გადაკრული. ურმის ღერძი ბორბლის მორგვებშია შედგმული. ქართულ ურემში ღერძი ერთ მორგვში მოძრავად იყო გაყრილი, მეორეში კი — უძრავად. მთიან და გარდამავალ ზოლში გავრცელებულია ურმის ისეთი სახეობები, რომელთა მუშაობის პრინციპი კონსტრუქციულად არის შეხამებული თრევასთან. კონსტრუქციის ასეთი ელემენტი მთიანი რელიეფის პირობებში მუხრუჭის როლს ასრულებს. ასეთი ირმებია ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, ჩოჩია, ფრჩხილა, ხოროკია, ხოხა, ასევე სელი და თუში.

ლიტერატურა

  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956;
  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 10, გვ. 172-173, თბ., 1986
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი