უტოპია

უტოპია, უტოპიზმი (სიტყვა ნაწარმოებია ორი ბერძნული სიტყვის οὐ-არა და τόπος-ადგილი შეერთებით) — დადებითი მნიშვნელობით სრულყოფილი, მაგრამ მოცემულ პირობებში მიუღწევადი საზოგადოებრივი წყობა, წარმოსახვითი სრულყოფილი სამყარო.

უტოპია რობერტ ოუენის ხედვით

უტოპიათა უმეტსობა ნანატრის ასრულებას, ძალადობისა თუ ჩაგვრის მოსპობას, სრულ იდილიას გულისხმობს.

უტოპიზმი თეორიული პოლიტიკური აზროვნების ფორმაა, რომელიც არსებულ წყობას აკრიტიკებს და იდეალური და სრულყოფილი ალტერნატივის მხოლოდ წარმოსახვით მოდელს გვთავაზობს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ანარქიზმი და მარქსიზმი.

უტოპიური თეორიები, როგორც წესი, ადამიანური თვითგანვითარების უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენას ემყარება, ოღონდ ხშირად ამ ტერმინს აგდებული დამოკიდებულების ელფერიც დაკრავს — ფუჭი მეოცნებეობისა და მიუღწეველი მიზნებისადმი ლტოლვის სახით.

სიტყვა უტოპია მომდინარეობს ტომას მორის წიგნიდან De Optimo Reipublicae Statu deque Nova Insula Utopia (ითარგმნება: რესპუბლიკის საუკეთესო წყობის და ახალი კუნძული უტოპიის შესახებ). რომელშიც აღწერილია საზოგადოება, რომელიც თითქოსდა არსებობდა არარსებულ კუნძულ უტოპიაზე.

ლიტერატურა

  • Hine, Robert V. (1983) California's Utopian Colonies (University of California Press) ISBN 0-520-04885-7
  • Kumar, K (1987) Utopia and Anti-utopia in Modern Times (Oxford: Blackwell) ISBN 0-631-16714-5
  • Shadurski, Maxim. (2007) Literary Utopias from More to Huxley: The Issues of Genre Poetics and Semiosphere. Finding an Island (Moscow: URSS) ISBN 978-5-382-00362-7

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი