ფარდობითობის სპეციალური თეორია

ფარდობითობის სპეციალური თეორია — 1905 წელს ალბერტ აინშტაინის მიერ (თეორიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი წვლილი შეტანილი იქნა ჰენდრიკ ლორენცის, ანრი პუანკარესა და სხვათა მიერ) შემოთავაზებული ფიზიკური თეორია, რომელიც აღწერს მექანიკის კანონებს მაღალ სიჩქარეებზე.[1] ეს თეორია არის გალილეის ფარდობითობის პრინციპის განზოგადება, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა თანაბარი მოძრაობა არის ფარდობითი, და არ არსებობს აბსოლუტური, გამორჩეული უძრაობის სისტემა. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ პრინციპს ამატებს კიდევ ერთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც სინათლის სიჩქარე ერთიდაიგივეა ათვლის ყველა ინერციული სისტემაში, მიუხედავად სინათლის წყაროს მოძრაობისა.[2]

თეორიას აქვს მრავალი ექსპერიმენტულად შემოწმებული, ორიგინალური წინასწარმეტყველება,[3] როგორიცაა სიგრძის შემცირება, დროის გაწელვა, ერთდროულობის ფარდობითობა, განსხვავებით კლასიკური მექანიკისგან, რომლის მიხედვითაც დრო ნებისმიერ ორ მოვლენას შორის ერთიდაიგივეა ნებისმიერი ორი დამკვირვებლისთვის. ფიზიკის სხვა კანონებთან ერთად ეს ორი პოსტულატი წინასწარმეტყველებს მასისა და ენერგიის ექვივალენტობას, რომელიც გამოისახება ფორმულით E = mc2, სადაც c არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.[4][5] ფარდობითობის ზოგადი თეორია დადის კლასიკურ (ნიუტონის) მექანიკაზე როდესაც სხეულების სიჩქარე მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამტკიცებს, რომ c არ არის მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში, არამედ არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა. თეორიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ სხეულს, რომელსაც არანულოვანი მასა აქვს, არ შეუძლია მოძრაობა სინათლის სიჩქარით.

თეორიას ჰქვია სპეციალური, რადგან იგი უყენებს ფარდობითობის პრინციპს მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემებს.[6] შემდგომში აინშტაინმა განავითარა ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც თავისუფალია ამ შეზღუდვისგან. გარდა ამისა, ეს თეორია აღწერს აგრეთვე გრავიტაციის ეფექტებს.

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი