ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი (ინგლ. Philip Seymour Hoffman; დ. 23 ივლისი, 1967, ფეირპორტი — გ. 2 თებერვალი, 2014, ნიუ-იორკი) — კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი. 2006 წელს ოსკარის პრემიის ლაურეატი გახდა მთავარი როლისთვის ფილმში „კაპოტე“. მიიჩნევა მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მსახიობად.[1]

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1967
ფეირპორტი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 2014 (46 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991–2014
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

2005 — კაპოტე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი

2012 — ოსტატი

ბიოგრაფია

ჰოფმანის დედა მერილინ ო'კონორი ადვოკატი და სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი, ხოლო მამა გორდონ ჰოფმანი — კომპანია ქსეროქსის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჰყავს ორი და, ჯილი და ემილი, და ძმა, გორდონ ჰოფმანი. მამა წარმოშობით გერმანელი პროტესტანტია, დედა კი — კათოლიკე. მშობლებს ჰოფმანი რომელიმე რელიგიური ტრადიცით არ აღუზრდიათ. ჰოფმანი ცხრა წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ.

ჰოფმანი 1984 წელს ნიუ-იორკის შტატის ხელოვნების საზაფხულო სკოლის თეატრალურ კურსებს დაესწრო. ხოლო დრამატურგიაში ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო 1989 წელს.

მისი კარიერა ძირითადად დამოუკიდებელ კინოფილმებში ეპიზოდური როლებით შეიქმნა. მთავარ როლს ის მხოლოდ 2003 წელს იღებს ფილმში „შეპყრობილი“. ჰოფმანის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული როლი იყო 2005 წლის ფილმში „კაპოტე“, რისთვისაც მან დაიმსახურა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

2014 წლის 2 თებერვალს მსახიობი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.[2] პოლიციის თანახმად, ჰოფმანი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.[3]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1992 ქალის სურნელი Scent of a Womanჯორჯ უილის უმცროსი
1994ტფ ნუკრი The Yearlingბაკი
1994 სულელები არ არიან Nobody's Foolოფიცერი რეიმერი
1998 დიდი ლებოვსკი The Big Lebowskiბრანდტი
1998 ბედნიერება Happinessალენი
1999 მაგნოლია Magnoliaფილ პარმა
2002 გამაოგნებელი სიყვარული Punch-Drunk Loveდინ ტრემბელი
2003 შეპყრობილი Owning Mahowny დენ მეჰოუნი
2003 ცივი მთა Cold Mountain მოძღვარი ვიზი
2005 კაპოტე Capoteტრუმენ კაპოტე
2007 სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ Before the Devil Knows You're Deadენდი ჰენსონი
2007 ველურები The Savagesჯონ სავაჯი
2007 ჩარლი უილსონის ომი Charlie Wilson’s War გასტ ავრაკოტოსი
2008 ეჭვი Doubtმამა ბრენდან ფლინი
2008 სინეკდოკე: ნიუ-იორკი Synecdoche, New Yorkკადენ კოტარი
2011 ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა Moneyballარტ ჰოუი
2011 მარტის იდები The Ides of March პოლ ზარა
2012 ოსტატი The Masterლანკასტერ დოდი
2013 შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში The Hunger Games: Catching Fireპლუტარქ ჰევენსბი
2014 ღმერთის ჯიბე God's Pocketმიკი
2014 ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Manგიუნტერ ბახმანი
2014 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 The Hunger Games: Mockingjay – Part 1პლუტარქ ჰევენსბი
2015 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2 The Hunger Games: Mockingjay – Part 2პლუტარქ ჰევენსბი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი