ფიშინგი

ფიშინგი (ინგლ. phishing : fishing - თევზაობა + phreaching - სატელეფონო თაღლითობა) — ინტერნეტ-თაღლითობის და კიბერ დანაშაულებრივი ფორმა, ელ-ფოსტის ან სხვაგვარი შეტყობინებების გაგზავნა ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი (მაგალითად: ბანკი, Hotmail, eBay, Mail.ru, Facebook). ფიშინგის სუბიექტის მიზანია, აიძულოს მიმღები (ობიექტი), გამოავლინოს პირადი დაცული ინფორმაცია შემდგომი ქურდობის მიზნით.

ფიშინგის მაგალითი.

ფიშინგის დროს მომხმარებელს მისდის მოწვევა საიტზე, სადაც მას ეკითხებიან დაცულ ინფორმაციას — პაროლებს, საკრედიტო ბარათის, სოციალური უსაფრთხოების ან საბანკო ანგარიშის ნომრებს. ეს საიტი, ჩვეულებრივ, ჰგავს ცნობილი ორგანიზაციის გვერდს და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ შეიძლება მოხდეს მომხმარებლის გადამისამართება რეალურ საიტზე. მაგალითისთვის, შესაძლებელია ასეთი ყალბი წერილი იტყობინებოდეს, რომ ანგარიში შეჩერებული იქნება, თუ არ მოხდა მისი პაროლის ან საკრედიტო ბარათის ინფორმაცის განახლება მოცემულ საიტზე.

ფიშინგის სახეები

ფიშინგი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი და ყველაზე შედეგიანი გზაა, მაგალითად, მავნებელი და ზიანის მომტანი გვერდებზე დაწკაპუნება რომელიც არის ფიშერი იწვევს მსხვერპლის დავირუსებას, პირველი შემთხვევა სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა Facebook გავრცელება, როდესაც მსხვერპლს სთხოვდა პირადი მონაცემების შეყვანას რათა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი