ფორორაციდისებრნი

ფორორაციდისებრნი (ლათ. Phorusrhacidae) — ნამარხი, მორბენალი, უტროპო ფრინველებისა ოჯახი, რომლებიც კაინოზოურ ერაში (დაახლ. 62-2 მლნ. წლის წინ) სამხრეთ ამერიკის მოწინავე მტაცებელ არსებებს წარმოადგენდნენ. ნაშთები ცნობილია სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის შუა პალეოცენური და გვიან პლიოცენური ნალექებიდან. სიმაღლეში აღწევდნენ 1-3 მეტრს. ფორორაციდისებრთა თანამედროვე შთამომავლებად მიიჩნეულია 0,8 მეტრი სიმაღლის სერიემები. Titanis walleri - ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სახეობა ცნობილია ჩრდილო ამერიკის (ტეხასი, ფლორიდა) ნალექებიდან. ნაშთის აღმოჩენა მიუთითებს სამხრეთ ამერიკის ამ მტაცებლების ჩრდილოეთ კონტინენტზე გადასვლაზე დიდი ამერიკული მიგრაციის პერიოდში. თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ Titanis walleri გადაშენდა ჩრდილო ამერიკაში ადამიანების გამოჩენის პერიოდში, თუმცა თანამედროვე დათარიღება ირწმუნება, რომ ამ სახეობამ ჯერ კიდევ 1,8, მლნ. წლის წინ შეწყვიტა არსებობა.

ფორორაციდისებრნი

Paraphysornis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  ფორორაციდისებრნი
ლათინური სახელი
Phorusrhacidae

პატაგონიაში 2006 წელს აღმოჩენილი სახეობის, Kelenken guillermoi–ის (შუა მიოცენური ნალექები. დაახლოებით 15 მლნ. წლის წინ) თავის ქალა დღემდე ნაპოვნ ფრინველთა ქალათაგან ყველაზე მასიურია. აღმოჩენილი იქნა 71 სმ. თითქმის დაუზიანებელი ფრინველის თავის ქალა 46 სმ სიგრძის ნისკარტით, რომელიც ფორმით წააგავდა თანამედროვე არწივის ნისკარტს. სავარაუდოდ ამ სახეობას ადვილად შეეძლო ძაღლის ოდენა ნადავლის გადაყლაპვა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დრომდე აღმოჩენილ სახეობებს სიმაღლეში მაქისმუმ 2-3 მეტრამდე უნდა მიეღწიათ, პატაგონიის ეგზემპლარი კი 3 სიმაღლის იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფორორაციდისებრნი დიდი მასის მიუხედავად საკმაოდ სწრაფად დარბოდნენ და შეეძლოთ 48 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი.

ფორორაციდისებრნი ცნობილნი არიან „ტერორის ფრინველების“ სახელით, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ სამხრეთ ამერიკის იმ დროისათვის ყველაზე საშიშ მტაცებლებს (ხმალკბილა კატების გამოჩენამდე, რაც დაახლ. 2,5 მილ. წლის წინ მოხდა). ფორორაციდისებრთა პატარა და ზოგიერთი მასიური სახეობა სწრაფად მრბენი ფრინველები უნდა ყოფილიყვნენ.

რესურსები ინტერნეტში


 
ფორორაციდისებრნი
პრეკამბრ.კამბრ.ორდოვიც.სილ.დევონ.კარბონულიპერმ.ტრიას.იურულიცარცულიპალეოგ.ნეო.IV
570500440410360285251199,6145,565,523,032
 ◄ მლნ. წლის წინ 
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი