ფუა-გრა

ფუა-გრა (ფრანგ. foie gras /fwɑːˈgrɑː/, "ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი") არის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.

ფუა-გრა

ფუა გრა მდოგვის მარცვლებით და მწვანე ლობიოთი იხვის ჟუსთან ერთად
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო ფრანგული სამზარეულო
მთავარი
ინგრედიენტები
იხვის ან ბატის ღვიძლი

ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი