ქართველური ენები

ქართველური ენები, ან სამხრეთკავკასიური ენებისამხრეთ კავკასიის მკვიდრი ენათა ოჯახი, ძირითადად გავცრელებულია საქართველოში. მოიცავს ქართულ, მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებს.

ქართველური ენების გავრცელება.

კლასიფიკაცია

ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის:[1][2][3][4][5][6]

  • ქართული: 4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,3 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში.
  • ზანური ენები
    • მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა): 500 000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში. აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში.
    • ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა, lazuri nena. ქართ. ასევე ჭანური): 233 000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში.
  • სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ): დაახ. 40 000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში.

გენეალოგიური ხე


 
 
 
 
 
 
პროტო-ქართველური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პროტო-ქართ-ზანური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზანური
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სვანური
 
ლაზური
 
მეგრული
 
ქართული
 
 


ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ XVIII საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში. ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.

მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, ე.წ. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე გ. კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ. წ. XIX ს-ით,[6][7] ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლ. ძვ. წ. VIII ს-ით.[7] თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ესა უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებელია.[6] ამ გლოტოქრონოლოგიური ანალიზისგან განსხვავებით, კვლევა, რომელიც აერთიანებს ბაიესურ ლინგვისტურ ანალიზს არქეოლოგიურ, ეთნოეკოლოგიურ და ადამიანთა პოპულაციურ გენეტიკურ მონაცემებთან, ვარაუდობს, რომ საერთო ქართველურის გაყოფა სვანურად და ქართულ-ზანურად მოხდა უფრო ადრე, დაახლოებით 7600 წლის წინ, ადრეულ სპილენძის ხანაში.[8]

შესაძლო კავშირი სხვა ენებთან

ჩრდილო-კავკასიურ ოჯახთან ან სხვა ენებთან ნათესაური კავშირი ჯერ არ დადგენილა. ზოგი ლინგვისტის მოსაზრებით ქართველური ენების ოჯახი შესაძლოა უფრო ვრცელი ნოსტრატული ენების ოჯახის ნაწილი იყო, თუმცა ამგვარი ნათესაობაც საკამათოა.

გარკვეული გრამატიკული მსგავსებანი აღინიშნება ბასკურ ენასთან, განსაკუთრებით ბრუნებაში. თუმცა, ლინგვისტთა უმრავლესობა უარყოფს ამგვარ მსგავსებებს, როგორც უმნიშვნელოსა და ზედაპირულს, რაც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს, ვიდრე მემკვიდრეობით გადმოცემული თვისება საერთო წინაპარი ენიდან.

ნებისმიერი მსგავსება სხვა ლინგვისტურ წარმონაქმთან შესაძლოა ტერიტორიული სიახლოვის გავლენის შედეგი იყო. ორმხივი სესხების პროცესი (ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ ენებს შორის) დაფიქსირდა, და ამგვარად სავსებით შესაძლებელია, რომ მას გარკვეულ გრამატიკულ ნიშნებზეც მოეხდინოს გავლენა. დადგენილია გარკვეული ქართველურ-ინდოევროპული ლექსიკური კავშირები ფუძე-ენათა დონეზე[9], რაც მიეწერება უძველეს კონტაქტებს პროტო-ქართველურ და პროტო-ინდოევროპულ პოპულაციათა შორის.[10]

შედარებითი გრამატიკა

ფონეტიკა

თანხმოვნები

პროტო-ქართველური თანხმოვნები[11][12]
ხშულებიაფრიკატებისიბილანტებინაზალიმთრთოლინახევარ-

ხმოვნები

მჟღერიყრუმჟღერიყრუმჟღერიყრუ
გლოტ.ფშვინ.გლოტ.ფშვინ.
ბაგისმიერიბ [b]პ []ფ [p]მ [m]უ̂ [w]
დენტალიდ [d]ტ []თ [t]ძ [d͡z]წ [t͡sʼ]ც [t͡s]ზ [z]ს [s]ნ [n]ლ [l]
დენტ-ალვეოლარიძ₁ [d͡ʐ]წ₁ [t͡ʂʼ]ც₁ [t͡ʂ]ზ₁ [ʐ]ს₁ [ʂ]
ალვეოლარიჯ [d͡ʒ]ჭ [t͡ʃʼ]ჩ [t͡ʃ]ჟ [ʒ]შ [ʃ]რ [r]ჲ [j]
ველარიგ [g]კ []ქ [k]ღ [ɣ]ხ [x]
უვულარიყ []ჴ [q]
ლარინგალიჰ [h]
ლატერალი[12]ტ‘ [t͡ɬʼ]ლ‘ [ɬ]

კანონზომიერი ბგერათშესატყვისობა

ხმოვნები[12]
პროტო-ქართვ.ქართულიზანურისვანური
*ა
[ɑ]

[ɑ]

[ɔ]

[ɑ]
*ე
[ɛ]

[ɛ]

[ɑ]

[ɛ]
*ი
[i]

[i]

[i]

[i]
*ო
[ɔ]

[ɔ]

[ɔ]

[ɔ]
*უ
[u]

[u]

[u]

[u]
თანხმოვნები[13]
პროტო-ქართვ.ქართულიზანურისვანური
*ბ
[b]

[b]

[b]

[b]
*პ
[]

[]

[]

[]
*ფ
[p]

[p]

[p]

[p]
*გ
[g]

[g]

[g]
გ / ჯ
[g] / [d͡ʒ]
*კ
[]

[]

[]
კ / ჭ
[] / [t͡ʃʼ]
*ქ
[k]

[k]

[k]
ქ / ჩ
[k] / [t͡ʃ]
*დ
[d]

[d]

[d]

[d]
*ტ
[]

[]

[]

[]
*თ
[t]

[t]

[t]

[t]
*ზ
[z]

[z]

[z]

[z]
*ზ₁
[ʐ]

[z]

[ʒ]

[ʒ]
*ს
[s]

[s]

[s]

[s]
*ს₁
[ʂ]

[s]

[ʃ]

[ʃ]
*შ
[ʃ]

[ʃ]
შქ / სქ
[ʃk] / [sk]
შგ / სგ
[ʃg] / [sg]
*ც
[t͡s]

[t͡s]

[t͡s]

[t͡s]
*ც₁
[t͡ʂ]

[t͡s]

[t͡ʃ]

[t͡ʃ]
*ჩ
[t͡ʃ]

[t͡ʃ]
ჩქ
[t͡ʃk]
ჩქ / შგ
[t͡ʃk] / [ʃg]
*ძ
[d͡z]

[d͡z]

[d͡z]
ძ / ზ
[d͡z] / [z]
*ძ₁
[d͡ʐ]

[d͡z]

[d͡ʒ]
ჯ / ჟ
[d͡ʒ] / [ʒ]
*ჯ
[d͡ʒ]

[d͡ʒ]
ჯგ / ძგ
[d͡ʒg] / [d͡zg]
ჯგ / სგ
[d͡ʒg] / [sg]
*წ
[t͡sʼ]

[t͡sʼ]

[t͡sʼ]

[t͡sʼ]
*წ₁
[t͡ʂʼ]

[t͡sʼ]

[t͡ʃʼ]

[t͡ʃʼ]
*ჭ
[t͡ʃʼ]

[t͡ʃʼ]
ჭკ / წკ
[t͡ʃʼkʼ] / [t͡sʼkʼ]
ჭკ / შკ
[t͡ʃʼkʼ] / [ʃkʼ]
*ღ
[ɣ]

[ɣ]

[ɣ]

[ɣ]
*ყ
[]

[]
ყ / ჸ / კ
[] / [ʔ] / []

[]
*ხ
[x]

[x]

[x]

[x]
*ჴ
[q]

[x]

[x]

[q]
*უ̂
[w]

[v]

[v]
უ̂
[w]
*რ
[r]

[r]

[r]

[r]
*ლ
[l]

[l]

[l]

[l]
*მ
[m]

[m]

[m]

[m]
*ნ
[n]

[n]

[n]

[n]
*ლ‘
[ɬ]

[s]

[∅]

[l]
*ტ‘
[t͡ɬʼ]

[t͡sʼ]

[t͡ʃʼ]

[h]

არსებით სახელთა კლასიფიკაცია

ქართველურ ენებში ობიექტები იყოფა გონიერთა (კითხვა „ვინ?“) და არაგონიერთა (კითხვა „რა?“) კლასებად. გრამატიკული სქეს-კატეგორია არ არსებობს.

არსებით სახელთა საკლასიფიკაციო სქემა
კონკრეტულიაბსტრაქტული
სულიერიუსულო
ადამიანი და „მსგავსი“ არსებები (მაგ. ღმერთი, ღვთაებები, ანგელოზები)ცხოველებიუსულო ფიზიკური ობიექტებიაბსტრაქტული ობიექტები
გონიერიარაგონიერი
„ვინ“-კლასი„რა“-კლასი

ბრუნება

ბრუნვის ნიშნები
ბრუნვამხოლობითიმრავლობითი
მეგრულილაზურიქართულისვანურიმეგრულილაზურიქართულისვანური
სახელობითი--ი/-ე---ეფ-ი-ეფ-ე-ებ-ი-ა̈რ
მოთხრობითი---მა--ეფ-ქ-ეფე-ქ-ებ-მა-ა̈რ-დ
მიცემითი-----ეფ-ს-ეფე-ს-ებ-ს-ა̈რ-ს
ნათესაობითი-იშ-იშ-ის-იშ-ეფ-იშ-ეფე-შ-ებ-ის-არე-შ
მიმართულებითი-იშა-იშა-----ეფ-იშა-ეფე-შა----
დაშორებითი-იშე-იშე-----ეფ-იშე-ეფე-შე----
მოქმედებითი-ით-ითე-ით-შუ̂-ეფ-ით-ეფე-თე-ებ-ით-ა̈რ-შუ̂
ვითარებითი-ო(თ)/-თ-ოთ-ად/-დ--ეფ-ო(თ)---ებ-ად-ა̈რ-დ
დანიშნულებითი-იშო(თ)---ისად-იშდ-ეფ-იშო(თ)---ებ-ისად-ა̈რ-იშდ
წოდებითი-----ო (/-ვ)-------ებ-ო--
ზედსართავის ბრუნების მაგალითი
ძირი: ჯვეშ- (მეგ.), მჯვეშ- (ლაზ.), ძველ- (ქართ.), ჯვინელ- (სვან.)
ბრუნვამხოლობითიმრავლობითი
მეგრულილაზურიქართულისვანურიმეგრულილაზურიქართულისვანური
სახელობითიჯვეშ-მჯვეშ-ძველ-ჯვინელჯვეშ-ეფ-იმჯვეშ-ეფ-ეძველ-ებ-იჯვინელ-ა̈რ
მოთხრობითიჯვეშ-მჯვეშ-ი-ძველ-მაჯვინელ-ჯვეშ-ეფ-ქმჯვეშ-ეფე-ქძველ-ებ-მაჯვინელ-ა̈რ-დ
მიცემითიჯვეშ-მჯვეშ-ი-ძველ-ჯვინელ-ჯვეშ-ეფ-სმჯვეშ-ი-ეფე-სძველ-ებ-სჯვინელ-ა̈რ-ს
ნათესაობითიჯვეშ-იშმჯვეშ-იშძველ-ისჯვინლ-იშჯვეშ-ეფ-იშმჯვეშ-ეფე-შძველ-ებ-ისჯვინელ-ა̈რ-იშ
მიმართულებითიჯვეშ-იშამჯვეშ-იშა----ჯვეშ-ეფ-იშამჯვეშ-ეფე-შა----
დაშორებითიჯვეშ-იშემჯვეშ-იშე----ჯვეშ-ეფ-იშემჯვეშ-ეფე-შე----
მოქმედებითიჯვეშ-ითმჯვეშ-ითეძველ-ითჯვინელ-შუ̂ჯვეშ-ეფ-ითმჯვეშ-ეფე-თეძველ-ებ-ითჯვინელ-ა̈რ-შუ̂
ვითარებითიჯვეშ-მჯვეშ-ოთძველ-ადჯვინელ-ჯვეშ-ეფ-ო--ძველ-ებ-ადჯვინელ-ა̈რ-დ
დანიშნულებითიჯვეშ-იშო--ძველ-ისადჯვინელ-იშდჯვეშ-ეფ-იშო--ძველ-ებ-ისადჯვინელ-ა̈რ-იშდ
წოდებითი----ძველ-------ძველ-ებ-ო--

ზმნა

ქართველურმა ზმნამ შეიძლება გამოხატოს ერთი, ორი, ან სამი გრამატიკული პირი. მოქმედი პირია სუბიექტი, ხოლო მოქმედება ხდება ობიექტების მიმართ (პირდაპირ ან ირიბად). პირი შეიძლება იყოს მხოლობითი ან მრავლობითი. პირთა რაოდენობის შესაბამისად, ზმნები იყოფა ერთ-, ორ- და სამპირიან ზმნებად.

  • ერთპირიან ზმნას გააჩნია მხოლოდ სუბიექტი და ყოველთვის გარდაუვალია.
  • ორპირიან ზმნას გააჩნია სუბიექტი და ერთ-ერთი ობიექტი (პირდაპირი ან ირიბი):
    • პირდაპირი ობიექტის შემთხვევაში ზმნა გარდამავალია;
    • თუ ობიექტი ირიბია - გარდაუვალი.
  • სამპირიან ზმნას გააჩნია ერთი სუბიექტი და ორივე ობიექტი (პირდაპირიც და ირიბიც) და ყოველთვის გარდამავალია.
ზმნის პირიანობის ცხრილი
ერთპირიანიორპირიანისამპირიანი
გარდაუვალიგარდამავალიგარდაუვალიგარდამავალი
სუბიექტი++++
პირდაპირი ობიექტი++
ირიბი ობიექტი++

სუბიექტების და ობიექტების გამოსახატად გამოიყენება სპეციალური აფიქსები.

პირის ნიშნები
სუბიექტური
მხოლობითიმრავლობითი
ძვ. ქართ.ახ. ქართ.მეგ./ლაზ.სვან.ძვ. ქართ.ახ. ქართ.მეგ./ლაზ.სვან.
S1ვ-ვ-ვ-ხუ̂-ვ-...-თვ-...-თვ-...-თხუ̂-...-(შ)დ (ექსკლ.)

ლ-...-(შ)დ (ინკლ.)

S2ხ/ჰ-∅,(ჰ/ს)-ხ-/∅ხ/ჰ-...-თ∅,(ჰ/ს)-...-თ∅-...-თხ/∅-...-(შ)დ
S3-ს,-ა/ო,-ნ,-ედ-ს,-ა/ო-ს,-უ,-ნ(ლ)-...-ს/(ა)-ან,-ენ,-ეს,-ედ-ენ,-ან,-ეს-ან,-ეს(ლ)-...-ხ
ობიექტური
O1მ-მ-მ-მ-მ- (ექსკლ.)

გვ- (ინკლ.)

გვ-მ-...-თ,-ან,-ესნ- (ექსკლ.)

გუ̂- (ინკლ.)

O2გ-გ-გ-ჯ-გ-გ-...-თგ-...-თ,-ან,-ესჯ-...-ხ
O3ხ/ჰ,∅-∅,ს/ჰ/∅-∅,ხ-ხ/ჰ,∅-∅,ს/ჰ/∅-...-თ∅-...-თ,-ან,-ეს∅,ხ-...-ხ

სპეციალური ნიშნების მეშვეობით ქართველურ ზმნებს შეუძლიათ დანიშნულების ოთხი ტიპის გამოხატვა ("ქცევა"):

  • სათავისო — მოქმედება განკუთვნილია საკუთარი თავისთვის,
  • სასხვისო — მოქმედება განკუთვნილია სხვა (მესამე) პირისთვის,
  • სასხვისო-პასიური — მოქმედება განკუთვნილია სხვისთვის, იმავდროულად სუბიექტის პასიურობის გამოხატულებით,
  • საარვისო — ნეიტრალურია დანიშნულების თვალსაზრისით.
ქცევის ნიშნები
ქცევამეგრულილაზურიქართულისვანური
სათავისო-ი--ი--ი--ი-
სასხვისო-უ--უ--უ--ო-
სასხვისო-პასიური-ა--ა--ე--ე-
საარვისო-ო-/-ა--ო--ა--ა-

ძირეული ლექსიკის მაგალითები

რაოდენობითი რიცხვითი სახელები
 პროტო-ქართვ.

ფორმა

ქართ-ზანურისვანური
პროტო-ფორმაქართულიმეგრულილაზური
ა. ერთი, ბ. სხვა*ს₁ხუ̂ა*ს₁ხუ̂ასხვა
(ბ)
შხვა
(ბ)
ჩქვა / შქვა
(ბ, კიდევ ერთი)
ე-შხუ
(ა)
1--*ერთიერთიართიართ--
2*ჲორი*ჲორიორიჟირი / ჟჷრიჟურ / ჯურჲორი
3*სამი*სამისამისუმისუმსემი
4*ო(ს₁)თხო*ოთხოოთხიოთხიოთხოუ̂-ოშთხუ̂
5*ხუ(ს₁)თი*ხუთიხუთიხუთიხუთუ̂ო-ხუშდ
6*ექს₁უ̂ი*ექს₁უ̂იექვსიამშვიანშიუსგუ̂ა
7*შუ̂იდი*შუ̂იდიშვიდიშქვითიშქვითი-შგუ̂იდ
8*არუ̂ა*არუ̂არვარუო / ბრუოოვროარა
9*ც₁ხარა*ც₁ხარაცხრაჩხოროჩხოროჩხარა
10*ა(ს₁)თი*ათიათივითივითეშდ
20--*ოც₁იოციეჩიეჩი--
100*ას₁ი*ას₁იასიოშიოშიაშ-ირ
ნაცვალსახელები
პირის
 პროტო-ქართვ.ქართულიმეგრულილაზურისვანური
მე*მემემამამი
შენ*სენშენსისისი
ეს*ე--სა-ნა(ჰ)ე-ჲა-ჯა
ჩვენ*ჩუ̂ენჩვენჩქი(ნ) / ჩქჷ(ნ)ჩქინ / ჩქუნ
თქვენ*სთქუ̂ენთქვენთქვა(ნ)თქვანსგა̈ჲ
კუთვნილებითი
 პროტო-ქართვ.ქართულიმეგრულილაზურისვანური
ჩემი*ჩ(უ̂)ე-მიჩე-მიჩქი-მიჩქი-მიმი-შგუ
შენი*შ(უ̂)ენიშენისქანისქანიი-სგუ
მისი*მ-ის₁მ-ის-იმუ-შ-იმუ-შ-იმ-იჩ-ა
ჩვენი*ჩუ̂ენიჩვენიჩქინი / ჩქჷნიჩქინი / ჩქუნიგუ-შგუ̂ეჲ (ექსკლ.)

ნი-შგუ̂ეჲ (ინკლ.)

თქვენი*სთქუ̂ენითქვენითქვანითქვანიი-სგუ̂ეჲ

სოციალური და კულტურული სტატუსი

ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა (მას ქვეყნის მოსახლეობის 90% ფლობს), და ასევე მთავარი ენაა ლიტერატურისა და ბიზნესის წარმართვისთვის ყველა ქართველურ მოსაუბრეთათვის საქართველოში. ამ ენას ორიგინალური და გამორჩეული ანბანი აქვს; უძველესი დღემდე შემორჩენილი ლიტერატურული ტექსტი ამ ენაზე თარიღდება ახ. წ. V საუკუნით.

მეგრული ენაც ქართული ანბანით იწერება 1864 წლიდან, განსაკუთრებით 1930-38 წლებში და 1989 წლის შემდეგ, როცა მეგრელებს გარკვეული კულტურული ავტონომია მიეცათ.

ლაზური ენა ძირითადად იწერებოდა 1927-37 წლებში, და ამჟამად თურქეთში, ლათინური ანბანით. თუმცა ლაზური ენა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად უჩინარდება, ამ ენოვანი ხალხის თურქულ საგოზადოებაში აღრევის გამო.

შენიშვნები

ბიბლიოგრაფია

  • Boeder, W. (2002). Speech and thought representation in the Kartvelian (South Caucasian) languages. In: Güldemann, T., von Roncador, M. (Eds.), Reported Discourse. A Meeting-Ground of Different Linguistic Domains. Typological Studies in Language, vol. 52. Amsterdam/Philadelphia: Benjamins, pp. 3–48. 
  • Boeder, W. (2005). "The South Caucasian languages", Lingua, Vol. 115, Iss. 1-2 (Jan.-Feb.), Pages 5-89
  • Dalby, A. (2002). Language in Danger; The Loss of Linguistic Diversity and the Threat to Our Future. Columbia University Press. 
  • Fähnrich, H. (2002). Kartwelische Wortschatzstudien. Jena: Friedrich-Schiller-Universität. 
  • ფენრიხი, ჰ. & სარჯველაძე, ზ. (2000). ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. 
  • Gamkrelidze, Th. (1966) "A Typology of Common Kartvelian", Language, Vol. 42, No. 1 (Jan. - Mar.), pp. 69-83
  • Gamkrelidze, Th. & Ivanov, V. (1995). Indo-European and the Indo-Europeans: A Reconstruction and Historical Analysis of a Proto-Language and a Proto-Culture. 2 Vols. Berlin and New York: Mouton de Gruyter. 
  • ქაჯაია, ო. (2001). მეგრულ-ქართული ლექსიკონი. ტ. 1. თბილისი: ნეკერი. 
  • Delshad, F. (2010). Georgica et Irano-Semitica, Studies on Iranian and Semitic Loanwords in Classical Georgian, Philological Approaches towards Historical-Comparative Linguistics. Baden Baden: DWV. 
  • კარტოზია, გ. (2005). ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში. თბილისი: ნეკერი. 
  • Климов, Г. (1964). Этимологический словарь картвельских языков. Москва. 
  • Klimov, G. (1994). Einführung in die kaukasische Sprachwissenschaft. Hamburg: Buske. 
  • Klimov, G. (1998). Etymological Dictionary of the Kartvelian Languages. Berlin: Mouton de Gruyter. 
  • Klimov, G. (1998). Языки мира: Кавказские языки. Москва: Academia. 
  • Lang, D. M. (1966). The Georgians. New-York: Praeger. 
  • Ruhlen, M. (1987). A Guide to the World’s Languages, Vol. 1: Classification. Stanford: Stanford University Press. 

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი