შაბანა აზმი

შაბანა აზმი (ჰინდი शबाना कैफ, ურდუ شبانہ اعظمی, ინგლ. Shabana Azmi; დ. 18 სექტემბერი, 1950, აზამგარჰი, უტარ -პრადეში, ინდოეთი) —  ინდოელი მსახიობი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე.სამგზის ბოლივუდის პრესტიჟული Filmfare Award პრემიის ლაურეატი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და   ხუთგზის ეროვნული კინოპრემიის მფლობელი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.[1][2]

შაბანა აზმი
Shabana Azmi
დაბადების სახელი შაბანა კაიფი აზმი
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1950 (71 წლის)
აზამგარხი, უტარ-პრადეში, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე
ჯილდოები პადმა ბჰუშანი
პადმა შრი

ბიოგრაფია

შაბანა კაიფი აზმი დაიბადა  1950 წლის 18 სექტემბერს  ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში, შიიტების ოჯახში. მისი მშობლები  კაიფი აზმი  (1919-2002) (ინდოელი პოეტი) და შაუკატ აზმი (ინდოეთის სახალხო თეატრის ასოციაციის  ვეტერანი)   ინდოეთის კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. მისი ძმა ბაბა აზმი ოპერატორია, შაბანა აზმის რძალიც მსახიობია.მისი მშობლები აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდნენ და მათი სახლი ყოველთვის სავსე იყო ხალხით და კომუნისტური პარტიის წევრებით.[3][4]

შაბანა აზმი დადიოდა დედოფალ მარიამის  სახელობის სკოლაში მუმბაიში. შემდეგ მუმბაიში, წმინდა ქსავიეს კოლეჯში მიიღო ხარისხი ფსიქოლოგიაში. სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტში 1972 წელს. მისი პირველი კინო დებიუტი შედგა  ხოჯა აჰმად აბასის ფილმში Faasla,  თუმცა სურათი გამოვიდა შიამ ბენეგალის "Sprout" პრემიერის შემდეგ  ამ უკანასკნელმა მსახიობს ეროვნული ფილმის ჯილდო მოუტანა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. შემდგომში, შაბან აზმიმ ეს ჯილდო კიდევ ოთხჯერ მიიღო ფილმებისთვის "ცნობიერება" (1982), "ნანგრევები" [ (1983), "გადაკვეთა" (1984) და „ნათლიდედა“ (1999).

შაბანა აზმიმ გააგრძელა  შიამ ბენეგალთან შემდგომი თანამშრომლობა. ფილმებმა "ღამის დასასრული" (1975), "Madness" (1978), "Market Square" (1983), Susman (1987) და Antarnaad (1991)  იგი  პარალელური კინოს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცია.  ამსახიობი აგრეთვე სევე მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცა არიან: სატიაჯიტ რაი, მისინალ სენი, საიდ მირზა, გაუტამ გოში, საი პარანჯპაი, აპარნა სენი და მაჰეშ ბჰატი. მათ ფილმებში ის ინარჩუნებდა"ბუნებრივ" სტილს, მაკიაჟის გარეშე, გამოხატული რეგიონალური აქცენტით (ანჰდრას რაიონები "Sprout" და "Night of End" და პარსი "Pestongi").

შაბანა აზმი

შაბანა აზმი გამოჩნდა 120 -ზე მეტ ჰინდურ და ბენგალურ ფილმში, ხოლო 1988 წლიდან ითამაშა რამდენიმე უცხოურ პროექტში. მისი რამდენიმე ფილმი მიეკუთვნება ე.წ. პროგრესივიზმის ან სოციალური პროგრესივიზმის ჟანრს, სადაც ასახულია ინდოეთის საზოგადოება, მის ჩვეულებები და ტრადიციები.

შაბანა აზმი მაიკლ დუგლასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

მსახიობის გარდა,  შაბანა აზმი, ცნობილია  როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც იბრძვის ღარიბების  და უსახლკაროების, ქალთა უფლებების დასაცავად, ბავშვთა გადარჩენისთვის, ასევე სხვადასხვა ანტისოციალურ ორგანიზაციების მხარეზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგალითად, 1993 წლის ბომბეიში მომხდარი არეულობების დროს. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში და დემონსტრაციებში, რომლებიც ამხელენ კომუნალიზმს, ილაშქრებს რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, იგი დაუპირისპირდა დელის ჯამა მასჯიდის დიდი მუფთის რჩევას, რომელმაც ინდოეთის მუსლიმებს მოუწოდა ავღანელი ხალხისთვის  მხარი დაეჭირათ  ბრძოლაში.  აქტიურად იბრძვის შიდსის მსხვერპლთა ოსტრაციზმის წინააღმდეგ. ბენგალურ ფილმში Meghla Akash , შაბანა აზმიმ  შეასრულა ექიმის როლი, რომელიც მკურნალობს შიდსით დაავადებულებს. 1989 წლიდან ის არის ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ინდოეთის პრემიერ მინისტრი; შიდსის ეროვნული კომისიის წევრი (ინდოეთი), ის გახლავთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPFA) კეთილი ნების ელჩი.1988 წელს მსახიობს მიენიჭა ინდოეთის მეოთხე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო —პადმა შრის ორდენი.[5] ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის . 1997 წელს  პრეზიდენტმა წარადგინა რაჯია საბჰას წევრად, ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატაში. [6][7]

ინდოეთში 2019 წლის საყოველთაო არჩევნებზე მან აქტიური კამპანია ჩაატარა კანჰაია კუმარისთვის, რომელიც კენჭს იყრიდა  ბეგუსარაიში, ბიჰარში, ინდოეთის კომუნისტური პარტიიდან.[8]

პირადი ცხოვრება

შაბანა აზმი 1970 -იანი წლების ბოლოს დაინიშნა ბენჯამინ გილანზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა  მოგვიანებით, 1984 წლის 9 დეკემბერს იგი დაქორწინდა  პოეტზე, ლირიკოსსა და სცენარისტ ჯავედ ახტარზე (დ. 1945).  შაბანას მშობლებმა გააპროტესტეს ქალიშვილის  კავშირი ცოლიან მამაკაცთან.  ჯავედ ახტარისთვის ეს მეორე ქორწინება გახლდათ,. პირველი ქორწინებიდან ჯავედს  ორი შვილი ჰყავს ფარჰანი და ზოია, ორივე კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს.[9][10]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი