დელი

დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی‎, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — საქალაქო აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქი. ამ სახელით ასევე აღინიშნება ეროვნული დედაქალაქის ტერიტორია, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტი შედის. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი — ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

ქალაქი
დელი
ჰინ. दिल्ली
სანს. देहली
სინდჰი. دهلي
ურდუ دہلی
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შიდა დაყოფა North West Delhi district, North East Delhi district, East Delhi district, South Delhi district, South West Delhi district, West Delhi district, North Delhi district, Central Delhi district, New Delhi district, Shahdara District და South East Delhi district
კოორდინატები 28°36′36″ ჩ. გ. 77°13′48″ ა. გ. / 28.61000° ჩ. გ. 77.23000° ა. გ. / 28.61000; 77.23000
მმართველი Shelly Oberoi
დაარსდა ძვ. წ.500
ფართობი 1484±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–125
მოსახლეობა 11 007 835 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3 886 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
საფოსტო ინდექსი 20001-20098, 20201-20599
საავტომობილო კოდი DL-xx
ოფიციალური საიტი delhi.gov.in
დელი — ინდოეთი
დელი
დელის ცხრა ოლქი

დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).

ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.

დაძმობილებული ქალაქები და რეგიონები

დელის ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[1]

ქალაქიქვეყანათარიღი
სეული  სამხრეთი კორეა
ჩიკაგო  ამერიკის შეერთებული შტატები2001[2]
ლონდონი  გაერთიანებული სამეფო2002[3]
ლოს-ანჯელესი  ამერიკის შეერთებული შტატები
სიდნეი  ავსტრალია
კუალა-ლუმპური  მალაიზია
მოსკოვი  რუსეთი2002[4]
ტოკიო  იაპონია
ულან-ბატორი  მონღოლეთი2002[4]
სანქტ-პეტერბურგი  რუსეთი2002[4]
პარიზი  საფრანგეთი2006[5]
ერევანი  სომხეთი2008
ფუკუოკას პრეფექტურა (დამეგობრებული რეგიონი)  იაპონია2007

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Horton (2002) Lonely Planet Delhi, 3, Lonely Planet Publications. ISBN 1-86450-297-5. 
  • Rowe (2004) Delhi (Great Cities of the World). World Almanac Library. ISBN 0-8368-5197-8. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი