ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები

ანდერძ-მინაწერები — ასე უწოდებენ ხელნაწერ წიგნებზე დართულ ტექსტებს, რომელიც ძირითადად ეკუთვნის კალიგრაფებს, მინიატიურისტებს, წიგნის დამკვეთებს და ამა თუ იმ ხელნაწერი წიგნის სხვადასხვა მფლობელს.

ძირითადი შინაარსი

ძირითადად ანდერძ-მინაწერები გვაწვდიან წიგნის შექმნის თარიღს და მიზეზებს, ცნობებს დამკვეთის, კალიგრაფის და მომხატველის შესახებ, ასევე ხშირად აღწერილია ხოლმე სხვადასხვა გარემოება კონკრეტული ხელნაწერი წიგნის შექმნის შესახებ. სამეცნიერო სფეროებში, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების შესწავლამ მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა. მათი შესწავლით, მრავალი მივიწყებული, თუ უცნობი მხატვარი და კალიგრაფი გამოაშკარავდა; მრავალ გადმოცემას, აღწერას, დათარიღებას, ისტორიულ ფაქტს, გენიალოგიას, წეს-ჩვეულებებს, სოციალურ მდგომარეობას, თუ სამეცნიერო ცნობებს დაუდო საფუძველი[1].ხშირად კალიგრაფები და მინიატიურისტები ანდერძებს მიფარვით წერდნენ ხოლმე მატვრულად გაფორმებული ტექსტების ორნამენტულ ხვეულებში. უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების მხატვრები სწორედ ასე მიფარვით ამცნობდნენ თავიანთ სახელებს შთამომავლობას, მაგალითად, სარა ბარნაველმა ერთ-ერთ მინიატიურაზე ქრისტეს სავარძელზე მიწერილი გადამწერისა და მხატვრის - მიქაელის სახელი ამოიკითხა; ალექსი მესხიშვილის მიერ გადაწერილი ერთ-ერთი ხელნაწერის მინიატიურაზე (იხ. საიდუმლო სერობა S-1096, ჟამნი, გვ. 323), როსტომ კაჭახიძემ, ალექსის მამის - გრიგოლის სახელის ქარაგმა ამოიკითხა. კალიგრაფები, ანდერძ-მინაწერებისთვის იყენებდნენ კრიპტოგრამებსაც (საიდუმლო დამწერლობა).

ლიტერატურა

კაჭახიძე რ. სიონის დეკანოზი ნიკოლოზი (მიქაძე) გადამწერი და მომხატველი, ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, სადიპლომო ნაშრომი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ. 2017წ.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი