ხრუშჩოვის დათბობა

ხრუშჩოვის დათბობა (რუს. хрущёвская о́ттепель) — პერიოდი 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირში რეპრესიები და ცენზურა საგრძნობლად შერბილდა. ტერმინი ეკუთვნის ილია ერენბურგს, რომელმაც ეს სიტყვა პირველად მის 1954 წლის რომანში „დათბობა“ (რუს. „Оттепель“) გამოიყენა. წიგნმა იმ პერიოდის საზოგადოებაში სენსაცია გამოიწვია.

დათბობის გენეზისი ხრუშჩოვის მიერ პარტიის საიდუმლო მე-20 სხდომაზე (1956 წლის თებერვალი) წარმოთქმული სიტყვა იყო „პერსონალურ კულტსა და მის შედეგებზე“. ამ გამოსვლაში ხრუშჩოვმა დაგმო სტალინი და მის მიერ საბჭოთა კავშირში განხორციელებული რეპრესიები. სიტყვის დასრულებისა და 1956 წლის 5 მარტს მისი სახალხოდ გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სტალინის დიდი წმენდის შედეგად გადასახლებულთა და მოკლულთა ოფიციალური რეაბილიტაციის ტალღა. ასევე შერბილდა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე.

ლიტერატურა

  • William Taubman, Khrushchev: The Man and His Era, London: Free Press, 2004
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი