ხუან ჩაო

ხუან ჩაო (გ. 884) — გლეხთა აჯანყების ბელადი 874-884 წლებში, ჩინეთში. აჯანყება დაიწყო ახლანდელი შანდუნის პროვინციის სამხრეთში. ხუან ჩაო 875-878 წლებში ვან სიანჯისთან ერთად ხელმძღვანელობდა აჯანყებას ხუანხესა და იანძის შუამდინარეთში. ვან სიანჯის დაღუპვის შემდეგ, 878 წელს, თვითონ ჩაუდგა აჯანყებას სათავეში. 878-879 წლებში ილაშქრა სამხრეთში, 879 წელს დაიკავა ქალაქი გუანჯოუ. იმავე წლის შემოდგომაზე გაემართა ჩრდილოეთისაკენ და 881 წლის იანვარში აიღო ტანის დინასტიის დედაქალაქი - ჩანანი, სადაც თავი გამოაცხადა „დიდი ცის სახელმწიფოს“ იმპერატორად. 883 წელს იძულებული გახდა ჩანანი დაეტოვებინა. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი