ჰენრიკ ვერგელანი

ჰენრიკ არნოლდ ვერგელანი (ნორვ Henrik Arnold Wergeland, დ. 17 ივნისი, 1808, კრისტიანსი — გ. 12 ივლისი, 1845, ქრისტიანია (ოსლო)) — ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნორვეგიელი მწერალი-პუბლიცისტი. სათავეში ედგა ნორვეგიის კულტურული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ რადიკალურ ნაციონალურ პარტიას.

ჰენრიკ არნოლდ ვერგელანი

ვერგელანს უდიდესი წვლილი მიუძღვის მასების განათლების საკითხში: აწყობდა სახალხო ბიბლიოთეკებს, უშვებდა პოპულარულ ბროშურებს და გამოსცემდა გაზეთებს — «Statsborgeren» 1835—1837 და «For Arbeidsklassen» 1840—1845. ყოველივე ამას ვერგელანისთვის ხელი არ შეუშლია შვედეთის მეფისგან პენსია მიეღო და სახელმწიფო არქივარიუსი გამხდარიყო. ამის გამო ყველა თანამოაზრემ მიატოვა, თუმცა, ვერგელანს სასოწარკვეთილებისთვის არ ეცალა და თავი ლიტერატურულ მოღვაწეობას მიუძღვნა.

ვერგელანის საუკეთესო ნაწარმოებები მისი ავადმყოფობის დროს შეიქმნა. მძიმე სენმა იგი რამდენიმე წლით საწოლს მიაჯაჭვა. ვერგელანი ცნობილი გახდა დღის თემებზე შექმნილი ფარსებით: «Ah» («აჰ!») 1827, «Irreparabile Tempus» და სხვ., რომლებიც Siful Sifadda-ს ფსევდონიმით გამოუშვა. 1830 წელს მისი "რესპუბლიკელის ბიბლია" გამოვიდა (თანამედროვეთა გამოთქმით) - ლირიკული დრამა «Skabelsen, Mennesket og Messias» (სამყარო, ადამიანი და მესია). ამ ნაწარმოებს ველჰავნის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ ორი ადამიანის ბრძოლა ნორვეგიული ლიტერატურის მომავალ განვითარებას განაპირობებდა. ვერგელანმა გავლენა იქონია ბიორნსონისა და იბსენის შემოქმედებაზე.

მის პატივსაცემად მერკურიზე კრატერს ეწოდა სახელი ვერგელანი.

ბიბლიოგრაფია

  • Barnemordersken, 1825;
  • Campbellerne, 1838;
  • Venetianerne.

ლირიკული დრამები:

  • Jöden, 1842
  • Jödinden, 1844,

სადაც ვერგელანი ებრაელთა თანაბარუფლებიანობას ღაღადებს;

  • Der Engelske Lods, 1844; თხზ. კრებ. 9 ტტ., 1852—1857;
  • რჩეული. თხზ. 9 ტტ., 1882—1884;
  • Samlede skrifter, Utgit at H. Jaegers, D. A. Sein, I, Digte, B. 1—3; II, Digterwerker. I, 1918—1920;
  • ვერგელანი 2—6; IV, Avhandlinger, Oplysningskrifter, 1—6, 1920—1928.

ლიტერატურა

  • Lassen, Henrik Wergeland og hans Samtid, 2-е изд., 1877;
  • Vullum E., Henrik Wergeland i Digt og Liv, 1881; 1908;
  • Skavlan, Henrik Wergeland, 1892; Koht, Henrik Wergeland, 1907;
  • Gröndahl J., Henrik Wergeland, the Norwegian poet, 1919;
  • Laache R., Henrik Wergeland, og h. Strid Med Prokurator Praem, B. I, 1828—1831, Oslo, 1927.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი