ჰისენ ჰაბრე

ჰისენ ჰაბრე (ფრანგ. Hissène Habré; დ. 13 აგვისტო, 1942, ფაია-ლარგო, ჩადი24 აგვისტო, 2021, დაკარი, სენეგალი[1]) — ჩადის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1982 - 1990 წწ.

ჰისენ ჰაბრე
ჰისენ ჰაბრე
ჩადის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 1982 – 1 დეკემბერი, 1990
წინამორბედიგუკუნი უედეი
მემკვიდრეიდრის დები

ჩადის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 აგვისტო, 1978 – 23 მარტი, 1979

დაბადებული13 აგვისტო, 1942
ფაია-ლარგო, ჩადი
გარდაცვლილი24 აგვისტო, 2021 (79 წლის)
დაკარი, სენეგალი

ჰისენ ჰაბრემ განათლება პარიზში მიიღო, ჩადში დაბრუნდა 1971 წელს, ამ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი სამხრეთელ ქრისტიანებსა და ჩრდილოელ არაბ მუსლიმებს შორის. მომდევნო წელს ჰისენ ჰაბრე ტრიპოლიში გაემგზავრა და ჩამოაყალიბა პარტიზანული არმია, რომელსაც ჩრდილოეთის შეიარაღებული ძალები უწოდა. მალევე მისმა ძალებმა გადაკვეთეს ჩადის საზღვრები. პრეზიდენტმა გუკუნი უედეიმ დახმარებისათვის ლიბიას მიმართა, რამაც ჰაბრე აიძულა უკან დაეხია და სუდანში გადასულიყო, თუმცა მალე დაბრუნდა, დაიპყრო ქვეყნის აღმოსავლეთი ქალაქები, ხოლო 7 ივნისს აიღო ნჯამენა და თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუკუნი უედეიმ ოპოზიციური მთავრობა ჩამოაყალიბა.

1983 წელს უედეის მხარდასაჭერად ლიბიამ მოახდინა ჩადის მეოთხე ინტერვენცია. თუმცა საფრანგეთისა და აშშ-ს დახმარებით ჰისენ ჰაბრემ გაიმარჯვა, მუამარ კადაფის ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.

სამხედრო გადატრიალება

1989 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რომელსაც მეთაურობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრაჰიმ იტნო და მისი სამხედრო მრჩევლები: ჰასან ჯამუსი და იდრის დები. იტნო დააპატიმრეს, ჯამუსი მოკლეს, ხოლო იდრის დები ქვეყნიდან გაიქცა და მომდევნო წელს იერიში წამოიწყო ჰაბრეს ხელისუფლების წინააღმდეგ.

1990 წლის ბოლოს იდრის დების ხელმძღვანელობით მოქმედმა ჩადის ეროვნული ხსნის მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ ჩადში მდებარე ქალაქი აბეშე დაიკავეს. 1 დეკემბერს ჰისენ ჰაბრე ჯერ კამერუნში გაიქცა, შემდეგ კი სენეგალში გადავიდა.

ბრალდება

1991 წელს შექმნილმა კომისიამ ჰაბრეს ადმინისტრაციას 40 000 პოლიტიკური მკვლელობისა და 200 000 წამების ფაქტის ჩადენისათვის დასდო ბრალი. ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს ხელთ ჰქონდათ 97 პოლიტიკური მკვლელობის, 142 წამებისა და 100 ადამიანის გაუჩინარების დეტალურად აღწერილი ფაქტის ამსახველი მასალა. გაერომ მხარი დაუჭირა მის სისხლის სამართლებრივ დევნას ადამიანის უფლებების დარღვევისათვის, რაც ჰაბრეს ექსტრადიციას ითვალისწინებს[2][3].

გარდაცვალება

გარდაიცვალა 74 წლის ასაკში 2021 წლის 24 აგვისტოს სენეგალის დედაქალაქ დაკარში COVID-19-საგან.[4][5]

ლიტერატურა

  • ნაიჯელ ქოთორნი, ისტორიის 100 ყველაზე სასტიკი დესპოტი და დიქტატორი, თბ., 2011

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი