ჰომეოსტაზი

ჰომეოსტაზი (ბერძ. homoios - მსგავსი და statis - უძრაობა)— ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედგენილობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა და ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების მედეგობა.

ცივსისხლიანი ტარანტულისა და თბილსისხლიანი ადამიანის თერმული სურათი

ჰომეოსტაზი გულისხმობს ადამიანის, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სხეულის ტემპერატურის, სისხლისა და ქსოვილთა სითხის, ოსმოსური წნევის, მათში Na, K, Ca, P-ის, ცილების, შაქრის შემცველობის, წყალბადიონთა კონცენტრაციის და სხვ. მუდმივობის შენარჩუნებას. ადამიანისა და უმაღლეს ცხოველთა ყველაზე სრულყოფილი ჰომეოსტაზური მექანიზმია თერმორეგულაცია. ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში დიდი როლი განეკუთვნება ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას.

მცენარეების ჰომეოსტაზის მაგალითია წყლით მომარაგების მუდმივობის შენარჩუნება ფოთლების ბაგეების გახსნისა და ჩაკეტვის გზით. ჰომეოსტაზის ცნებას იყენებენ აგრეთვე ორგანიზმთა თანასაზოგადოების მიმართ, მაგ; ჰომეოსტაზს უწოდებენ ბიოცენოზში ინდივიდების შემადგენლობისა დარაოდენობის მუდმივობას.

გენეტიკური ჰომეოსტაზი

პოპულაციის უნარი შეინარჩუნოს გენეტიკური შედგენილობის მუდმივობა, რაც მის მაქსიმალურ სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი