G.U.Y.

G.U.Y. (აკრონიმი: ინგლ. Girl Under You, ქართ. გოგონა შენს ქვემოთ) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). სიმღერის ავტორები და პროდიუსერები არიან თავად გაგა და DJ Zedd. იგი გამოიცა, როგორც ალბომის მესამე სინგლი იტალიაში, გაგას 28-ე დაბადების დღეზე 2014 წლის 28 მარტს, ლეიბლზე Streamline Records, ხოლო აშშ-ში გამოიცა 2014 წლის 8 აპრილს ,ლეიბლზე Interscope Records. სიმღერა არის ელექტრონული საცეკვავო ჟანრის და შეიცავს ინდუსტრიული, R&B, და ჰაუს მუსიკის ელემენტებს.

„G.U.Y.“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
გამოსვლის თარიღი 28 მარტი, 2014 (2014-03-28)
ჟანრი
  • ელექტრონული საცეკვავო მუსიკა
ხანგრძლივობა 3:52
ხმისჩამწერი ლეიბლი Streamline, Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, ანტონ ზასლავსკი
პროდიუსერი ლედი გაგა, Zedd
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Do What U Want“
(2013)
G.U.Y.
(2014)

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო სხვადასხვა შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. სიმღერა გახდა კომერციულად წარუმატებელი, მან მიაღწია ჩარტების სათავეში რამდენიმე ქვეყანაში. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია და გახდა გაგას ყველაზე წარუმატებელი სიმღერა.

გაგამ სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ადმინისტრაციის განცახდებით გაგამ ვილის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა სოლიდური თანხა, რის შემდგომაც კალიფორნიის შტატის მთავრობამ მას დართო კომერცილუი ვიდეოს გადაღების უფლება ვილის ტერიტორიაზე. ვიდეოს გადაღებები მიმდინარეობდა ექვსი დღის განმავლობაში. ვიდეოს რეჟიროი არის თავად გაგა და იგი არის 11 წუთიანი. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს იგი, გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y., კლონში გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონის დნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნეს გაგას სარეჟისორო ნამუშევარი. გაგამ სიმღერა რამოდნიმეჯერ შეასრულა ცოცხლად მათ შორის თავის შვიდ დღიან სარეზიდენციო შოუზე Roseland Ballroom-ში და მეოთხე მსოფლიო ტურზე ArtRave: The Artpop Ball.

სიმღერების სია

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "G.U.Y." – 3:52
  • ციფრული რემიქსების ალბომი[2]
  1. "G.U.Y." (St. Lucia Remix) – 5:29
  2. "G.U.Y." (Rami Samir Afuni Remix) – 4:28
  3. "G.U.Y." (Wayne G Throwback Anthem) – 7:53
  4. "G.U.Y." (Lovelife Remix) – 3:15
  5. "G.U.Y." (KDrew Remix) – 4:45

გამოცემების ისტორია

რეგიონითარიღიფორმატილეიბლი
იტალია[3]28 მარტი, 2014თანამედროვე ჰიტ რადიოStreamline Records
აშშ[4][5]8 აპრილი, 2014თანამედროვე ჰიტ რადიო
რიტმული რადიო
დიდი ბრიტანეთი[6]12 მაისი, 2014თანამედროვე ჰიტ რადიოPolydor Records
აშშ[2]29 აპრილი, 2014ციფრული რემიქსების ალბომი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი