iTunes

iTunes (/ˈtjnz/ ან /ˈtnz/)[4] — ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც კომპანია Apple-მა პირველად 2001 წლის 10 იანვარს სან-ფრანცისკოში გამართულ Macworld Expo-ზე წარმოადგინა. პროგრამა გამოიყენება ციფრული მუსიკალური და ვიდეო ფაილების ორგანიზებისა და დაკვრისთვის. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია კომპანია Apple-ის პოპულარულ ციფრულ მედია დამკვრელ iPod-ზე, iPad-ზე და iPhone-ზე მოთავსებული ინფორმაციის მართვა. დამატებით, ინტერნეტ-კავშირის არსებობის შემთხვევაში, დამკვრელს შეუძლია iTunes-ის მაღაზიასთან დაკავშირება, სადაც შესაძლებელია ციფრული მუსიკის, მუსიკალური ვიდეოების, სატელევიზიო შოუების, აიპოდის თამაშების, აუდიოწიგნებისა თუ სხვადასხვა პოდკასტის, ფილმის და რინგტონის შეძენა და ჩამოტვირთვა.

iTunes

iTunes 12.7.1 Windows 10-ზე
მწარმოებელიApple
გამოვიდა9 იანვარი, 2001; 23 წლის წინ (2001-01-09)
ბოლო გამოშვება12.7.1.14[1] / 31 ოქტომბერი, 2017; 6 წლის წინ (2017-10-31)
პროგრამირების ენაC++[2]
ოს
  • OS X Yosemite ან უფრო ახალი
  • Windows 7 ან უფრო ახალი
ენა23[3]
ჟანრიმედია დამკვრელი
საიტიapple.com/itunes/

iTunes-ის უფასოდ ჩამოტვირთვა Apple-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. არსებობს პროგრამის როგორც macOS-ის, ასევე Microsoft Windows-ის[5] მომხმარებელზე გათვლილი ვერსიები. როგორც წესი, iTunes ახლავს Mac-ის ყველა კომპიუტერს. მისი შედარებით ძველი ვერსიების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Mac OS 9-ისთვის, macOS-ის 10.0-10.2 ვერსიისთვის და Windows 2000-ისთვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი