MATE

MATE (ქართ. მატე) — GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე, რომელიც განკუთვნილია UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. MATE-ს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც GNOME Foundation-მა მიიღო გადაწყვეტილება იმ დროისათვის პოპულარულ GNOME 2-ზე მუშაობა შეეწყვიტა და გადართულიყო რადიკალურად განსხვავებულ GNOME 3 გრაფიკულ სივრცეზე [1]. სახელი MATE მომდინარეობს სამხრეთ ამერიკული მცენარე მატესგან, რომლის ფოთლებიც არგენტინული ჩაის წარმოებაში გამოიყენება. სხვა თავისუფალი პროექტების სახელების მსგავსად (მაგ.: GNU: "GNU is Not Unix!"), MATE ასევე წარმოადგენს რეკურსიულ აკრონიმს: "MATE Advanced Traditional Environment".

MATE
წყაროს მოდელი Open source
ლიცენზია GNU General Public License
ოფიციალური საიტი mate-desktop.org
MATE 1.26

ისტორია

GNOME Foundation-მა 2011 წლის 6 აპრილს ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ რომ ამიერიდან ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი GNOME 3 გრაფიკული სივრცე გახდებოდა [2]. GNOME 3-ის თავდაპირველი არასტაბილურობის და GNOME 2-ის პოპულარობის გამო, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის თემმა გააკრიტიკა GNOME Foundation-ის ეს გადაწყვეტილება. მაშინდელი მიმომხილველები GNOME 3-ის პერსპექტიულობის მიუხედავად, მის GNOME 2-თან შედარებით მოუწიფრობას აკრიტიკებდნენ [3][4]. მომხმარებელთა ნაწილმა მოუწოდა თემს GNOME 3-ის საპირწონედ გაეგრძელებინა GNOME 2-ის განვითარება [5].

არგენტინელმა მომხმარებელმა Perberos-მა, 2011 წლის 18 ივლისს, Arch Linux-ის ფორუმზე გამოაქვეყნა განცხადება GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცის, MATE-ს დაფუძნების შესახებ [6]. MATE სწრაფად გახდა პოპულარული და უკვე 2011 წლის ბოლოსთვის, ლინუქსის გავრცელებული დისტრიბუტივის, Linux Mint-ის მხარდაჭერა მოიპოვა [7]. დღესდღეობით MATE-ს აქვს GTK+ 3-ის სრული მხარდაჭერა. ასევე მოხერხდა ძირითადი GNOME 2 პროგრამების MATE-სთვის განკუთვნილი ანალოგებით ჩანაცვლება.

ჩანაცვლებული პროგრამები

MATE-ს დეველოპერებმა მოახდინეს GNOME-ის საბაზისო პროგრამების განშტოება, და MATE-ს ანალოგების შექმნა. განშტოებულმა პროგრამებმა შეიძინეს ახალი ესპანურენოვანი სახელები:

  • Caja (ყუთი) - ფაილების მენეჯერი (Nautilus-ის ანალოგი)
  • Pluma (კალამი) - ტექსტის რედაქტორი (Gedit-ის ანალოგი)
  • Atril (კათედრა) - დოკუმენტების საჩვენებელი (Evince-ის ანალოგი)
  • Engrampa (კავი) - არქივების მენეჯერი (Archive Manager-ის ანალოგი)
  • MATE Terminal - ტერმინალის ემულატორი (GNOME Terminal-ის ანალოგი)
  • Marco (ჩარჩო) - ფანჯრების მენეჯერი (Metacity-ის ანალოგი)
  • Mozo (მიმტანი) - მენიუს რედაქტორი (Alacarte-ის ანალოგი)

გავრცელება

MATE არის რამდენიმე ლინუქსის და BSD დისტრიბუტივის ერთ-ერთი ოფიციალურად მხარდაჭერილი გრაფიკული სივრცე:

  • Linux Mint - მე-12 გამოცემიდან
  • Linux Mint Debian Edition - 2013 წლის მარტიდან
  • GhostBSD - 3.5 გამოცემიდან
  • Fedora - მე-18 გამოცემიდან
  • Ubuntu MATE - 14.10 გამოცემიდან

MATE ასევე ხელმისაწვდომია რამდენიმე დისტრიბუტივის რეპოზიტორიაში:

გამოცემის ისტორია

ვერსიაგამოსვლის
თარიღი
თავდაპირველი ვერსია19 აგვისტო, 2011
1.216 აპრილი, 2012
1.216 აპრილი, 2012
1.430 ივლისი, 2012
1.62 აპრილი, 2013
1.84 მარტი, 2014
1.8.19 სექტემბერი, 2014
1.8.213 მარტი, 2015
1.1011 ივლისი, 2015
1.125 ნოემბერი, 2015
1.148 აპრილი, 2016
1.1621 სექტემბერი, 2016
1.1813 მარტი, 2017
1.207 თებერვალი, 2018
1.2218 მარტი, 2019
1.2410 თებერვალი, 2020
1.263 აგვისტო, 2021

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი