The Beatles (ალბომი)

The Beatlesინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1968 წლის 22 ნოემბერს. ამ ალბომს ხშირად The White Album (ინგლ. თეთრი ალბომი) უწოდებენ, მისი თეთრი გარეკანის გამო, რომელიც მოიგონა პოპ არტის ჟანრში მოღვაწე მხატვარმა რიჩარდ ჰამილტონმა. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად დისკს A Doll's House ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელწოდება შეცვალეს.

The Beatles
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი 1968
ჩაიწერა ები-როუდისა და ტრიდენტის სტუდიები, 30 მაისი 196814 ოქტომბერი 1964
ჟანრი როკ-ენ-როლი, ავანგარდული მუსიკა, ექსპერიმენტული მუსიკა
ხანგრძლივობა 93:35
ლეიბლი Apple, Parlophone, EMI
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, კრის თომასი
The Beatles — ქრონოლოგია
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
The Beatles
(1968)
Yellow Submarine
(1969)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars
Blender5/5 stars[1]
The Daily Telegraph5/5 stars[2]
Pitchfork Media(10/10)[3]
PopMatters10/10 stars[4]
Slant Magazine4.5/5 stars[5]

წინარეისტორია

სიმღერების უმრავლესობა შეიქმნა 1968 წელს, ჯგუფის ინდოეთში მოგზაურობის გავლენით. იქ ოთხეული ესწრებოდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ტრანსცენდენტული მედიცინის სეანსებს. თუმცა, ეს ჯგუფისათვის უფრო სხვა პრობლემებისგან დასვენების საბაბი იყო. მომავალი ალბომისთვის შეგროვდა სიმღერები, რომლებსაც კოლექტივი უმთავრესად წარუმატებელ მასალად თვლიდა, თუმცა ლენონი აღიარებდა, რომ ზოგიერთი საუკეთესო სიმღერა სწორედ თეთრი ალბომისთვის დაწერა.

ინდური ცერემონიების მიმართ ინტერესი ჯერ რინგომ, შემდეგ პოლმა დაკარგა, ლენონმა და ჯორჯმა ინდოეთი ერთად დატოვეს. ლენონზე განსაკუთრებულად იმოქმედა დაუდასტურებელმა ინფორმაციამ, თითქოს მაჰარიშის ჰქონდა სექსუალური ლტოვა მია ფეროუს მიმართ, რომელიც ასევე თან ახლდა The Beatles-ს ამ მოგზაურობისას. მოგვიანებით ლენონმა მაჰარიშის მაკრიტიკებელი სიმღერაც კი დაწერა, Sexy Sadie.

1968 წლის მაისში ოთხეული შეიკრიბა და დემო ვერსიების სახით ჩაწერა 23 სიმღერა, რომელთა უმრავლესობის შავი ვერსია დაიწერა ინდოეთში.

ხმისჩამწერი სესიები

ჩაწერის სესიები მიმდინარეობდა 1968 წლის მაისიდან ოქტომბრამდე, უკვე ნაცნობ ები-როუდის სტუდიებში, ხოლო სესიების ნაწილი ჩატარდა სტუდიაში ტრიდენტი. ეს სესიები უდისციპლინოდ და სპონტანურად მიმდინარეობდა, ჯგუფში ბევრი დაძაბულობა იყო. პარალელურად გაიხსნა კომპანია Apple Corps, რომელიც დამატებითი სტრესის მიზეზად იქცა.

აგრეთვე, სწორედ აქ, პირველად სტუდიაში გამოჩნდა ლენონის ახალი საყვარელი, იოკო ონო. მოგვიანებით იგი ჩნდებოდა The Beatles-ის ყველა სესიაზე. მაგრამ ჯგუფში კონფლიქტები მის მოსვლამდეც იყო, რაც უარყოფს იმ ფაქტს, თითქოს იოკომ დაშალა The Beatles.

24 საათიანი სესია ჩატარდა მხოლოდ ერთხელ - ეს იყო ალბომის საბოლოო მიქსის პროცესი, რომელსაც მხოლოდ ლენონი, მაკ-კარტნი და პროდიუსერი ჯორჯ მარტინი ესწრებოდნენ.

სტუდიური უთანხმოებები

ალბომის ოფიციალური სახელწოდება The Beatles იყო, მაგრამ სინამდვილეში იგი უმთავრესად სოლო-ნამუშევრებს წარმოადგენდა. სამუშაო ატმოსფერო ამ ალბომით შეიცვალა. მაკ-კარტნი ხოლო მარტო იჯდა სტუდიაში და საკუთარ პარტიებს იწერდა, პარალელურად სხვა სტუდიაში ამას ლენონი აკეთებდა. ჯორჯ მარტინი ერთხელ გაღიაზიანებულიც კი იყო ამ სიტუაციით და მთელი სამუშაო დაუტოვა პროდიუსერ კრის თომასს

მარტინი ასევე აღნიშნავდა, რომ ჯგუფთან მუშაობის სტილი მისი მხრიდან შეიცვალა, მას აკვირვებდა ხანგრძლივი იმპროვიზაციები, რომლებიც მკვეთრად მოსაწყენი იყო. ხმის ინჟინერმა ჯეფ ემერიკმა, რომელიც მუშაობდა ოთხეულთან ალბომიდან Revolver მოყოლებული, სამუდამოდ დატოვა სტუდია, რადგანაც მას ასევე მობეზრდა ეს დაუსრულებელი სესიები.

თუმცა, ეს არა მხოლოდ სტუდიის გუნდს ეხებოდა. 22 აგვისტოს რინგომ ასევე დატოვა სტუდია და ახსნა ეს იმით, რომ მისი როლი უფრო მცირე იყო, ვიდრე სხვა წევრების და იგი დაიღალა ამ სამუშაოთი. თუმცა, ორი კვირის შემდეგ დანარჩენმა სამეულმა მას სთხოვა დაბრუნება. სტარის არყოფნისას პოლმა ჩაწერა დასარტყამი ინსტრუმენტების პარტიები სიმღერებისათვის Back in the U.S.S.R. და Dear Prudence. რინგო გაოცდა, როდესაც თავის დასარტყმელი საკრავები ლამაზად მორთული ნახა, წარწერით კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

სხვა მუსიკოსები

ერიკ კლეპტონი, ჰარისონის თხოვნით მოვიდა სტუდიაში და ჩაწერა პარტია სიმღერისათვის While My Guitar Gently Weeps, მოგვიანებით კი ჯორჯი თანამშრომლობდა მასთან.

ასევე ცნობილია, რომ სიმღერაში Revolution ფორტეპიანოზე უკრავდა ნიკი ჰოპკინზი. მელოტრონზე სიმღერაში The Continuing Story of Bungalow Bill უკრავს კრის თომასი. ასევე გამოყენებული იქნა ორკესტრი და დამატებითი გუნდი, რომელიც ჟღერს სიმღერაში Good Night.

ტექნიკური აღჭურვილობა

ჩაწერის დროს გამოიყენებოდა უკვე 8 ფირიანი ჩამწერი მანქანა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა 4 ფირიანი მანქანის ტრადიციების გამოყენებისგან. ამ მხრივ აღსანიშნავია ტრიდენტში ჩაწერილი Hey Jude და Dear Prudence. 8 ფირიანი მანქანა დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა სტუდიის საწყობში, რამაც გააოცა ოთხეული და ყველამ ისურვა ჩანაწერების მისი საშუალებით განხორციელება.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებამთავარი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„Back in the U.S.S.R.“მაკ-კარტნი2:43
2.„Dear Prudence“ლენონი3:56
3.„Glass Onion“ლენონი2:17
4.„Ob-La-Di, Ob-La-Da“მაკ-კარტნი3:08
5.„Wild Honey Pie“მაკ-კარტნი0:52
6.„The Continuing Story of Bungalow Bill“ლენონი3:14
7.„While My Guitar Gently Weeps“ (ჯორჯ ჰარისონი)ჰარისონი4:45
8.„Happiness Is a Warm Gun“ლენონი2:43
მხარე 2
#სახელწოდებამთავარი ვოკალებიხანგრძლივობა
9.„Martha My Dear“მაკ-კარტნი2:28
10.„I'm So Tired“ლენონი2:03
11.„Blackbird“მაკ-კარტნი2:18
12.„Piggies“ (ჰარისონი)ჰარისონი2:04
13.„Rocky Raccoon“მაკ-კარტნი3:33
14.„Don't Pass Me By“ (რიჩარდ სტარკი)სტარი3:51
15.„Why Don't We Do It in the Road?“მაკ-კარტნი1:41
16.„I Will“მაკ-კარტნი1:46
17.„Julia“ლენონი2:54
მხარე 3
#სახელწოდებამთავარი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„Birthday“მაკ-კარტნი და ლენონი2:42
2.„Yer Blues“ლენონი4:01
3.„Mother Nature's Son“მაკ-კარტნი2:48
4.„Everybody's Got Something to Hide Except Me and My Monkey“ლენონი2:24
5.„Sexy Sadie“ლენონი3:15
6.„Helter Skelter“მაკ-კარტნი4:29
7.„Long, Long, Long“ (ჰარისონი)ჰარისონი3:04
მხარე 4
#სახელწოდებამთავარი ვოკალებიხანგრძლივობა
8.„Revolution 1“ლენონი4:15
9.„Honey Pie“მაკ-კარტნი2:41
10.„Savoy Truffle“ (ჰარისონი)ჰარისონი2:54
11.„Cry Baby Cry“ლენონი და მაკ-კარტნი3:02
12.„Revolution 9“ლენონის, ჰარისონის, ჯორჯ მარტინის და იოკო ონოს საუბრები8:22
13.„Good Night“სტარი3:13

ჩარტები

ყოველკვირეული ჩარტები

წლის გამოცემა
ჩარტი (1987)პოზიცია
ჰოლანდია[15]23
იაპონია[16]4
ბრიტანეთი[17]18

2009 წლის გამოცემა
ჩარტი (2009)უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია[18]15
ავსტრია[19]21
ბელგია (ფლანდრია)[20]18
ბელგია (ვალონია)[21]23
დანია[22]16
ფინეთი[23]33
გერმანია[24]31
იტალია[25]20
იაპონია[26]19
პორტუგალია[27]6
ესპანეთი[28]30
შვედეთი[29]11
შვეიცარია[30]27
ახალი ზელანდია[31]23
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[32]21
აშშ Billboard Top Pop Catalog Albums[33]7

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (1960-იანები)პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[35]9

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[38]
როგორც "Album Blanco"
პლატინა60 000x
არგენტინა (CAPIF)[38]
როგორც "The White Album"
ოქრო30 000x
ავსტრალია (ARIA)[39]2× პლატინა140 000^
კანადა (Music Canada)[40]8× პლატინა420,000^
კანადა (Music Canada)[40]
2009 წლის გამოცემა
ოქრო
საფრანგეთი (SNEP)[42]ოქრო257,600[41]
იტალია (FIMI)[43]ოქრო30 000*
ახალი ზელანდია (RMNZ)[44]2× პლატინა30 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[45]პლატინა300 000^
აშშ (RIAA)[46]19× პლატინა9 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[47]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი