Viva la Vida or Death and All His Friends

Viva la Vida or Death and All His Friends — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 12 ივნისს, ლეიბლზე Parlophone. სახელწოდება მომდინარეობს ესპანური ფრაზიდან, რომელიც ითარგმნება, როგორც „იცხოვრე სიცოცხლე“, თუმცა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გაუმარჯოს სიცოცხლეს“. ტექსტების მხრივ, ალბომი ეხება სიყვარულს, სიცოცხლეს, სიკვდილს და ომს.

Viva la Vida or Death and All His Friends

ეჟენ დელაკრუას ნახატი „თავისუფლება ბარიკადებზე“ გამოყენებულია ალბომის გაფორმებაში.
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 ივნისი, 2008
ჩაიწერა ივნისი 2007 — აპრილი 2008
სტუდია The Bakery, ლონდონი;
The Magic Shop, ნიუ-იორკი;
The Nunnery, ბარსელონა;
A Church, ბარსელონა
ჟანრი
ხანგრძლივობა 45:49
ლეიბლი
პროდიუსერი
Coldplay — ქრონოლოგია
The Singles 1999–2006
(2007)
Viva la Vida or Death and All His Friends
(2008)
Prospekt's March
(2008)
ალტერნატიული გარეკანი

ალბომის სპეციალური გამოცემა, გაერთიანებული დისკთან Prospekt's March
სინგლები ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
  1. „Violet Hill“
    გამოცემის თარიღი: 9 მაისი 2008
  2. „Viva la Vida“
    გამოცემის თარიღი: 25 მაისი 2008
  3. „Lovers in Japan“
    გამოცემის თარიღი: 3 ნოემბერი 2008
  4. „Lost!“
    გამოცემის თარიღი: 10 ნოემბერი 2008
  5. „Strawberry Swing“
    გამოცემის თარიღი: 13 სექტემბერი 2009
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Entertainment Weekly(A-)[2]
The Guardian3/5 stars[3]
Los Angeles Times3/4 stars[4]
NME(8/10)[5]
Pitchfork Media(6.9/10)[6]
PopMatters(7/10)[7]
Rolling Stone3.5/5 stars[8]
Spin4.5/5 stars[9]
Village Voice(სხვადასხვა)[10]

ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის აპრილამდე, პროდიუსერების, ჯონ ჰოპკინზის, რიკ სიმფსონის, მარკუს დრევსის და ბრაიან ინოს თანაშემწეობით და იყო ჯგუფის პირველი დისკი ამ უკანასკნელის პროდიუსერობით. ჯგუფმა თავად სცადა სხვადასხვა სტილში ექსპერიმენტების ჩატარება, ვინაიდან, ინოს მითითებით, ყოველი სიმღერა განსხვავებული უნდა ყოფილიყო. კოლექტივის მუსიკალური ინტერესებიც უფრო ფართო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სურდათ, ალბომი 42 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ყოფილიყო, იგი ოდნავ ხანგრძლივი გამოვიდა. მასალაზე მუშაობის დაწყება რამდენიმეჯერ გადაიდო. დისკის გარეკანზე გამოყენებულია ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“.

Viva la Vida როგორც კრიტიკოსების მიერ აღიარებული, ასევე კომერციულად წარმატებული იყო. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი - „Violet Hill“ და „Viva la Vida“ (მაისი, 2008), „Lovers in Japan“ და „Lost!“ (ნოემბერი, 2008), „Strawberry Swing“ (სექტემბერი, 2009). „Viva la Vida“ იქცა ჯგუფის პირველ სიმღერად, რომელმაც ბრიტანეთშიც და აშშ-შიც ჩარტში #1 ადგილი დაიკავა. ალბომმა მიიღო გრემის ჯილდო წლის საუკეთესო როკ-ალბომისთვის და ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც. იგი იყო 2008 წლის ყველაზე გაყიდული ალბომი[11]. 2011 წლისთვის საერთო ჯამში, მისი 11 მილიონი ასლი გაიყიდა[12]. 2008 წლის 25 ნოემბერს იგი ხელახლა გამოიცა, ორიგინალური ალბომის და EP-ის Prospekt's March ერთობლივი სახით.

წარმოშობა

2006 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ბას-გიტარისტ გაი ბერიმენს ეყოლა პირველი ქალიშვილი, გავრცელდა ხმები, თითქოს ჯგუფი ხუთი წლით შესვენებას აპირებდა. მსმენელები ეჭვობდნენ, რომ Coldplay 2010 წლამდე არ დაბრუნდებოდა. თუმცა, ამბროზია ჰილის, Capitol Records-ის წარმომადგენლის MTV-სადმი წერილიდან ნათელი იყო, რომ შესვენება დაგეგმილი არ იყო. მან აგრეთვე განმატა, რომ Coldplay „დამსახურებული პაუზისას კარგ დროს ატარებდა“ და ალბომ X&Y-ის გაგრძელების ზუსტი გეგმა ჯერ არ ყოფილა.[13]

ალბომზე მუშაობა 2006 წლის ნოემბერში დაიწყო. სტუდიაში მუდმივი მუშაობა დროებით შეწყდა მხოლოდ 2007 წლის მარტში, როდესაც დაიწყო ტურნე ლათინურ ამერიკაში Twisted Logic Tour.[14]

ჩაწერა

ჯგუფი ფრანგული რევოლუციური ჩაცმულობის სტილის კოსტიუმებს იყენებდა Viva La Vida Tour-ის დროს, როგორც მინიშნებას ალბომში არსებულ რევოლუციის თემებზე.

ბრაიან ინო ალბომზე პროდიუსერის სახით მუშაობდა.[15] ჯგუფი ლათინურ ამერიკაში ტურნეს დასრულების შემდეგ გადავიდა The Bakery-ში, სადაც სტუდია ააწყო. იქ მუშაობის პერიოდში დაწერილი ტექსტები არის „უფრო მეტად აბსტრაქტული, უფრო მეტად ვიზუალური, ვიდრე უწინ“, ხოლო მუსიკა – „ნაკლებად პირდაპირი და უფრო რთული“.[16] კრის მარტინს სურდა, ვოკალურად ფალცეტიდან გადასულიყო უფრო დაბალ რეგისტრში.[17] ეს აისახა სიმღერაში „Yes“, რომელიც, The Velvet Underground-ით შთაგონებული, გამოირჩევა მარტინის მიერ ჩაწერილი ყველაზე ბოხი ვოკალით – რაც ბრაიან ინოს გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ყოველ სიმღერას განსაკუთრებული ჟღერადობა უნდა ჰქონოდა. ჯგუფის დრამერი უილ ჩემპიონი: „ალბომზე მუშაობისას ერთ-ერთი, რაზეც ვცადეთ ყურადღების გამახვილება, იყო ვოკალური თავისებურებების შეცვლა, ვინაიდან კრისს ძალიან ცნობადი ხმა აქვს.“[18] Coldplay-მ ესპანურენოვანი ადგილებიდან შთაგონებაც მიიღო, როდესაც სიმღერებს იწერდა ეკლესიებში და მექსიკაში და ესპანეთში[19] – მაგალითად, ბარსელონაში.[20] თუმცა, განმარტეს, რომ შთაგონება აიღეს არა რამე სპეციფიკური ჟღერადობიდან, არამედ სიმღერების ძირითადი განწყობის სახით. ჯგუფის ოფიციალურ საიტზე ნახსენები იყო აკუსტიკური გიტარების და ძირითადი ხმისჩამწერი ტექნიკის ეკლესიებში შეტანა და სხვადასხვა ჟღერადობასთან ექსპერიმენტი.

ჩაწერის პერიოდში Coldplay მსმენელებთან კავშირს საიტის მეშვეობით ამყარებდა. 2007 წლის ბოლოს დაიწერა სიმღერები „Famous Old Painters“ და „Glass of Water“. ორივე ალბომში უნდა შეეტანათ, მაგრამ პროდიუსერებმა იგი მხოლოდ Prospekt's March-ში შეტანის დროისთვის დაასრულეს.[21] ალბომის გამოცემა კვლავ გადაიდო, მაგრამ 2007 წლის დეკემბერში გაჩნდა მინიშნებები, რომ კოლექტივმა დაასრულა მუშაობა კიდევ ორ სიმღერაზე, „Lovers in Japan“ და „Strawberry Swing“ და ალბომის სახელწოდება Prospekt არ იქნებოდა[21]. მარტინმა განაცხადა, რომ ჩარლზ დიკენსის შემოქმედებას კითხულობდა, რაც აისახა „Violet Hill“-ის და „Cemeteries of London“-ის თემებში. ლათინურ ამერიკულ არხ Boomerang-თან 2010 წელს საუბრისას კრისმა განაცხადა, რომ ალბომზე აგრეთვე გავლენა იქონია რომანმა „საბრალონი“. ფრანგული თემები აგრეთვე ასახულია სიმღერაში „Viva La Vida“.[22]

როდესაც ჰკითხეს, რატომ მოჰყვებოდა „Lovers in Japan“-ს დამატებითი სიმღერა, ბასისტმა გაი ბერიმენმა განმარტა, რომ ჯგუფმა უბრალოდ ვერაფეირ მოიფიქრა, ვინაიდან განიხილებოდა, რომ ალბომზე დამატებითი სიმღერები არ მოხვდებოდა. სანაცვლოდ ამისა, გადაწყდა, რომ ალბომში სულ ათი სიმღერა იქნებოდა, ხოლო საერთო ხანგრძლივობა 42 წუთს შეადგენდა.[21] ჩემპიონი: „უბრალოდ ვარჩიეთ, გვქონოდა ნაკლები სახელწოდებები და მეტი მუსიკა. თავად ალბომში ბევრია, მაგრამ იგი მოკლეა. ჩვენი ამოცანა იყო, თქვენთვის ალბომის მოსმენა ერთი მცდელობით თითქმის შეუძლებელი ყოფილიყო“[21]. გარდა ამისა, მარტინმა განაცხადა, რომ ჯგუფს ყოველთვის სურდა, ჰქონოდა სიმღერა, რომელშიც ორი შევიდოდა. მან აგრეთვე განმარტა, რომ სიმღერების სიაში ორ-ორის ერთად შეტანა შთაგონებული იყო ჯასტინ ტიმბერლეიკის მსგავსი მაგალითით, ალბომიდან FutureSex/LoveSounds (2006).[23]

მევიოლინე დავიდე როსი ალბომზე უკრავს სიმებიან საკრავებზე და ელექტრონულ ვიოლინოზე (უკანასკნელი ფაქტობრივად კონტრაბასის ტონალობაზეა მომართული და, ამრიგად, ხდება სრული ორკესტრის იმიტირება). მისი პარტიები ჟღერს სიმღერებში „Viva la Vida“, „Violet Hill“, „Life In Technicolor“, „42“, „Yes“ და „Strawberry Swing“. სიმღერების ნაწილი, ჩაწერილი როსისთან, აგრეთვე შევიდა EP-ში Prospekt March – „Life in Technicolor ii“, „Rainy Day“ და „Prospekt March“.

2009 წლის 18 ივლისს ინტერნეტში გაჟონა ორმა დემომ ხმისჩამწერი სესიებიდან – მანამდე უცნობმა „Bloodless Revolution“-მა და „Lovers in Japan“-მა. შემდგომში გამოჩნდა კიდევ ერთი დემო, „St. Stephen“.[24] 2009 წლის 20 ივლისს გავრცელდა დამატებითი ექვსი დემო – „The Fall of Man“, „The Man Who Swears“, „The Man Who Swears II“ (წინა სიმღერის მეორე ნახევარი), „First Steps“, „Loveless“ და „Goodbye and Goodnight“. მოგვიანებით გაავრცელეს კიდევ სამი სიმღერა, „Lukas“ (ნატალი იმბრულიასთვის დაწერილი), „Solid Ground (Until The Water Floats Over)“ (რომელიც 2006 წელს სრულდებოდა) და „Famous Old Painters“-ის ინსტრუმენტული ვერსია.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და კრის მარტინი, გარდა მითითებულისა.

Vida la Vida or Death and All His Friends[25][26]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor“ (მარტინი, ბაკლენდი, ბერიმენი, ჩემპიონი, ჰოპკინზი)2:30
2.„Cemeteries of London“3:21
3.„Lost!“3:55
4.„42“3:57
5.„Lovers in Japan / Reign of Love“ (3:57/2:56)6:51
6.„Yes“ (4:04 / დამალული სიმღერით Chinese Sleep Chant 3:01)7:06
7.„Viva la Vida“4:01
8.„Violet Hill“3:42
9.„Strawberry Swing“4:09
10.„Death and All His Friends“ (3:30 / დამალული სიმღერით The Escapist (მარტინი, ბაკლენდი, ბერიმენი, ჩემპიონი, ჰოპკინზი) 2:46)6:18
საერთო ხანგრძლივობა:45:49
შენიშვნები
  • სიმღერებს 5, 6 და 10 ახლავს თითო სიმღერა, ორი უკანასკნელი დამალულია და არ არის მითითებული ალბომის გარეკანზე.[27]

Prospekt's March

Viva la Vida: Prospekt's March-ში აგრეთვე შეტანილია EP Prospekt's March.

ტურნეს გამოცემის DVD

აზიურ ქვეყნებში გამოვიდა დამატებითი DVD, რომელშიც შეტანილი იყო ალბომის სინგლების მუსიკალური ვიდეოები - მათ შორის, Life in Technicolor II, ალბომიდან Prospekt's March.[28]

DVD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“ 
2.„Viva la Vida“ 
3.„Lost!“ 
4.„Lovers in Japan“ 
5.„Life in Technicolor II“ 
6.„Strawberry Swing“ 

ყდა

ალბომის ყდა დაფუძნებულია მხატვარ ეჟენ დელაკრუას ნამუშევარზე თავისუფლება, რომელიც წინ უძვება ხალხს (1830).

პერსონალი

Coldplay

ჩარტები

ყოველკვირეული ჩარტები

ჩარტი (2008)უმაღლესი
პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი[29]1
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[30]1
ავსტრიის ალბომების ჩარტი[31]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[32]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[33]1
ბრაზილიის ალბომების ჩარტი[34]3
კანადის ალბომების ჩარტი[35]1
ჩეხეთის ალბომების ჩარტი[36]2
დანიის ალბომების ჩარტი[37]1
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[38]1
ევროპის ალბომების ჩარტი[39]1
ფინეთის ალბომების ჩარტი[40]1
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[41]1
გერმანიის ალბომების ჩარტი[42]1
საბერძნეთის ალბომების ჩარტი[43]1
ირლანდიის ალბომების ჩარტი[44]1
იტალიის ალბომების ჩარტი[45]1
იაპონიის ალბომების ჩარტი[46]3
უნგრეთის ალბომების ჩარტი[47]4
მექსიკის ალბომების ჩარტი[48]2
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[49]1
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[50]1
პოლონეთის ალბომების ჩარტი[51]2
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[52]1
ესპანეთის ალბომების ჩარტი[53]1
შვედეთის ალბომების ჩარტი[54]1
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[55]1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[56]1
აშშ Billboard 200[57]1

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[58]2× პლატინა80 000x
ავსტრალია (ARIA)[59]4× პლატინა280 000^
ავსტრია (IFPI Austria)[60]2× პლატინა40 000x
ბელგია (BEA)[61]3× პლატინა90 000*
კანადა (Music Canada)[62]5× პლატინა400 000^
დანია (IFPI Denmark)[63]4× პლატინა120 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[64]პლატინა21,991[64]
საფრანგეთი (SNEP)[65]ალმასი500 000*
გერმანია (BVMI)[66]3× პლატინა600 000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[67]ოქრო7 500^
ირლანდია (IRMA)[68]4× პლატინა60 000x
იტალია (FIMI)[69]2× პლატინა140 000*
იაპონია (RIAJ)[70]პლატინა250 000^
მექსიკა (AMPROFON)[71]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward1,120,000^
ნიდერლანდები (NVPI)[72]3x პლატინა180,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[73]2× პლატინა30 000^
პოლონეთი (ZPAV)[74]პლატინა20 000*
პორტუგალია (AFP)[75]2× პლატინა40 000x
ესპანეთი (PROMUSICAE)[76]2× პლატინა120 000^
შვედეთი (GLF)[77]პლატინა40 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[78]3× პლატინა90 000x
თურქეთი (Mü-Yap)[79]Gold5,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[80]5× პლატინა1 500 000^
აშშ (RIAA)[81]2× პლატინა2 000 000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[82]3× პლატინა3 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია

ქვეყანათარიღილეიბლიფორმატინომერი კატალოგში
იაპონია11 ივნისი 2008[83]EMI Music JapanCDTOCP-66805 / 49880 068632 5 5
გაერთიანებული სამეფო12 ივნისი 2008ParlophoneCD5 099921 211409
გრამფირფიტა50999 212114 1 6
ბრაზილია12 ივნისი 2008EMICD
ევროპა13 ივნისი 2008CapitolCD
ავსტრალია და ახალი ზელანდია14 ივნისი 2008EMICD2169640
მსოფლიო

(გარდა ცალკე მითითებულისა)

16 ივნისი 2008EMICD
კანადა17 ივნისი 2008CapitolCD509992 26126 0 1
აშშCD50999 2 16886 0 7
გრამფირფიტა50999 2 16965 1 0

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი