Windows 10 Mobile

Windows 10 MobileMicrosoft-ის მიერ შემუშავებული უახლესი ოპერაციული სისტემა, რომელმაც გააგრძელა Windows Phone ოპერაციული სისტემის ხაზი. მისი ოფიციალური ვერსიის გამოსვლის თარიღად 2015 წლის დეკემბრის დასაწყისი ითვლება, როდესაც გამოვიდა Microsoft-ის ახალი ფლაგმანი სმარტფონები Microsoft Lumia 950 და Microsoft Lumia 950XL. ეს ორი ფლაგმანი სმარტფონი არიან პირველები რომლებიც მუშაობენ ამ ახალ ოპერაციულ სისტემაზე და ლოგიკურია რომ მათი გამოსვლის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე Microsoft-მა გამოუშვა კიდევ ერთი საშუალო კლასის სმარტფონი იმავე ოპერაციული სისტემით Microsoft Lumia 550. ამ სისტემის საჩვენებელი ვერსია (Preview Build) Lumia-ს ზოგიერთი მომხმარებელთათვის რამდენიმე თვით ადრე გახდა ხელმისაწვდომი მაგრამ თავად კორპორაცია მათ ამ ვერსიის დაყენების რეკომენდაციას არ აძლევდა რადგან ეს იყო მხოლოდ საჩვენებელი ვერსია და ამიტომაც მას ბევრი შეცდომები ე.წ. „ბაგები“ ჰქონდა თუმცა ამ სისტემის შემქმნელებმა Microsoft Lumia-ს ფანების ცნობისმოყვარეობაც გაითვალისწინა და მათ მისცა შესაძლებლობა რომ Windows 10 Mobile Preview Build-ის დაყენების შემდგომ მისი წინა ვერსიაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მათ მიეცათ შესაძლებლობა წინა ვერსიას დაბრუნებოდნენ. ამ ვერსიის ოფიციალურ ვერსიასაც გაჰყვა მცირე შეცდომები მაგრამ მისი მოგვარება განახლებების დაყენებითაა შესაძლებელი. Microsoft-ის მიერ შექმნილი ეს ოპერაციული სისტემა უკვე ძალიან პოპულარულია და მასზე რამდენიმე ბრენდი (მაგალითად HP) უკვე უშვებს უმაღლესი კლასის სმარტფონებს რომლებიც უახლესი ტექნიკური მახასიათებლებით იქნებიან აღჭურვილნი.

Windows 10 Mobile
შემქმნელი Microsoft
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
20 ნოემბერი, 2015; 8 წლის წინ (2015-11-20)[1][2]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
17 მარტი, 2016; 8 წლის წინ (2016-03-17)
განახლების მეთოდი Windows Update[3]
მხარდაჭერილი
პლატფორმები
ARM 32 ბიტი
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (Windows NT)
წინა Windows Phone 8.1 (2014)
ოფიციალური საიტი microsoft.com/mobile/windows10
მხარდაჭერის სტატუსი
ძირითადი მხარდაჭერა 2018 წლის 11 ივნისამდე. მხარდაჭერის მისაღებად აუცილებელია სისტემის განახლებების ინსტალირება და OEM-ის მხარდაჭერის პერიოდში მუშაობა.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი